რეალისტი მხატვრები

ჟან დეზირე გიუსტავ კურბე (ფრანგ. Gustave Courbet; დ. 10 ივნისი1819ორნანი — გ. 31 დეკემბერი1877) — ფრანგი პეიზაჟისტი, ჟანრისტი და პორტრეტისტი. ფერწერაში რომანტიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამსრულებელი და რეალიზმის დამფუძნებელი.
ხელოვნებისადმი მიდრეკილებამ კურბე 1839 წელს პარიზში მიიყვანა, სადაც ის მრავალ სახელოსნოში მუშაობდა, ყველაზე მეტად კი შტეიბენთან, გესკთან და ანჯერსკთან. პირველივე ნამუშევრებიდან, გამოფენილი პარიზის სალონში 1844 წელს („დაჭრილი“), საკუთარ თავს უკიდურეს რეალისტად წარმოადგენს, რაც შემდეგში კიდევ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მისი მტკიცებით ხელოვნების მიზანი შიშველი სინამდვილისა და ცხოვრებისეული პროზის ასახვა იყო, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

No comments:

Post a Comment