მხატვრული მიმდინარეობები

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონისგავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანიარშილ გორკიადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.

ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა დაკულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.
ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.

ახალი საგნობრიობა, მიმართულება დასავლეთი ქვეყნების ფერწერაში, რომლის მიმდევარი იყო XX საუკუნის 20-იან წლებში ექსპრესიონისტებისაგან გამოყოფილი ვერისტების ჯგუფი. ამ მიმართულების მხატვართა უმრავლესობა ნატურალისტურად ასახავს ხალხის მძიმე ცხოვრებას და სოციალურ ყოფას. ძირითადი წარმომადგენლები არიან: ოტო დიქსიჯორჯ გროსიჰანს გრუნდიგი.

ბაროკო (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) — პერიოდი და სტილი ხელოვნებაში. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემადსკულპტურაშიფერწერაშილიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომშიიტალიაში, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით - ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.

გენუის სამხატვრო სკოლა, ფერწერის ერთ-ერთი სკოლა XVII საუკუნის იტალიაში. შეიქმნა XVI საუკუნის II ნახევრის იტალიის ფერწერის ტრადიციებისა და გენუაშიმომუშავე ფლამანდური მხატვრების პ. რუბენსისა და ანტონის ვან დეიკის გავლენით. ფლამანდური ხელოვნების დამახასიათებელი მსუყე ფერწერულობა და მგრძნობიარობა თავს იცენს უკვე ამ სკოლის უფროსი თაობის წამყვანი მხატვრის ბ. სტროცის ადრეულ ნამუშევრებში. გენუელი მხატვრები ქმნიდნენ პარადულ არისტოკრატიის პორტრეტებს, რელიგიურ კომპოზიციებსა და დკორატიულ მოხატულებებს, მაგრამ ყველაზე თავისებური, რაც მათ შექმნეს, იყო პასტორალური ჟანრი (მასში დიდი ყურადღება ჰქონდა დათმობილი პეიზაჟისა და ცხოველთა გამოსახვას).

დადა ანუ დადაიზმი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის, ევროპული ავანგარდის სახელოვნებო მიმართულება. დადაიზმი წარმოიშვაციურიხში 1916 წელს და სწრაფადვე გავრცელდა ბერლინში, მაგრამ ნიუ-იორკში დადაიზმის მწვერვალად მიჩნეულია 1915 წელი. ტერმინი ანტი-არტი, დადაიზმის წინამორბედი, მარსელ დიუშანის მიერ იქნა გამოგონილი 1914 წელს, როდესაც მან შექმნა თავისი პირველი readymade-ები. დადაიზმს, გარდა იმისა რომ იყო ომის საწინააღმდეგო, ჰქონდა პოლიტიკური ნათესაობა მემარცხენეებთანდა ასევე იყო ანტი-ბურჟუაზიული.
დადა ფესვებს იდგამს ომამდელ ავან-გარდში. კუბიზმმა და კოლაჟის განვითარებამ, გაერთიანებული ვასილი კანდინსკის თეორიულ მწერლობასა და აბსტრაქციასთან, გამოყო მოძრაობა რეალობისა და ჩვეულების ზემოქმედებისგან. ფრანგი პოეტებისა და გერმანელიექსპრესიონისტების მწერლობის ზემოქმედებამ გაანთავისუფლა დადაიზმი სიტყვასა და აზრის შორის მყოფი კორელაციისგან. ავანგარდი ამ დროს წრეს ურტყამდა საფრანგეთის კიდეებს. მათ ნანახი ჰქონდათ კუბიზმის გამოფენები GaleriaDalmau-ში, ბარსელონა(1912), Der Sturm-ში, ბერლინი (1912), Armony show-ზე, ნიუ-იორკი (1913), SVU Manes-ში, პრაღა (1914), რამდენიმე Jack of Diamonds-ის გამოფენებზე მოსკოვში და De ModerneKunstkring-ში, ამსტერდამი (1911-სა 1915 წლებს შორის). ფუტურიზმი, მრავალნაირი ხელოვანების ნამუშევრების საპასუხოდ განვითარდა. დადაიზმმა შემდგომში გააერთიანა ეს მიღწევები.
დადაიზმის აქტივობებში შედიოდა სამოქალაქო შეკრებები, დემონსტრაციები და არტის/ლიტერატურული გაზეთების გამოქვეყნება. ხელოვნების, პოლიტიკის და კულტურის ხელის მოვლება ხშირად იყო მთავარი თემა, რომელსაც განიხილავდა მედია. დადაიზმის მიმართულების მნიშვნელოვანი პირები იყვნენ: ჰიუგო ბოლიემი ჰენინგსიჰანს არპირაულ ჰაუსმანიჰანა ჰიოჰიიოჰანეს ბედერიტრისტან ცარაფრანსის პიკაბია,რიჩარდ ჰიულზენბეკიჯორჯ გროზიჯონ ჰართფილდიმარსელ დიუშანიბეატრის ვუდიკურტ შვიტერიჰანს რიჰტერი და მაქს ერნსტი. მიმართულებამ ზეგავლენა იქონია სხვა მოძრაობებზეც, როგორებიცაა ავანგარდი და downtown music. მან ასევე ზეგავლენა იქონია სიურეალიზმზენუვო რეალიზმზეპოპ არტზე და ფლუქსუსზე.

დუდლი არის ესკიზის სახეობა, არაფოკუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი ძირითადად ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა ან სულაც რაღაც აბსტრაქტული ფორმები აქვთ.
დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.
დუდლების პოპულარული სახეობები არის - სკოლის მასწავლებლების ან თანაშემწეების, ცნობილი ტელე-სახეების ან კომიკოსების კარიკატურები.

ექსპრესიონიზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში და განვითარდა ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორებიცაა: მხატვრობალიტერატურათეატრიკინოარქიტექტურა და სხვა.
ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ. ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ხშირად წარმოაჩენენ ფსიქოანალიტიკურ სიმბოლოებს.
XX საუკუნის დასაწყისში ეს მიმდინარეობა, რომელმაც ძირითადად ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში მოიკიდა ფეხი, ფრანგული იმპრესიონიზმის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუკი იმპრესიონიზმი მაინც ფიზიკურ რეალობას აღწერს, ექსპრესიონიზმი ამ რეალობას შემოქმედის სულიერ მდგომარეობას უმორჩილებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონიზმთან შედარებით გაცილებით აგრესიულია და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ამით იგი ფოვიზმის გამგრძელებელიცაა. ხშირად ექსპრესიონიზმს განიხილავენ არა იმდენად მიმდინარეობად, რამდენადაც რეაქციად აკადემიზმისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme, Impression — შთაბეჭდილება) — მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდააკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.

კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) — მე-17 საუკუნის საფრანგეთში წარმოშობილი ხელოვნებისა დალიტერატურის მიმდინარეობა.კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
  • გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
  • არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
  • ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
  • კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
  • კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
  • სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევიან.

კონცეპტუალური ხელოვნება — ავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც აღმოცენდა 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმის ფუძემდებელთა და ძირითად წარმომადგენელთა შორის არიან ამერიკელები რ. ბერრი, დ. ჰიუმლერი, ლ. ვაინერი, დ.გრეჰემი, ე. ჰესე, ნ. ბაუმანი, ონ კავარა, ინგლისური დაჯგუფების „ხელოვნება და ენა“ წევრები და სხვ.
კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციაში, პირველ ყოვლისა, არასიტყვიერი ტექსტის ფორმით, არამედ მისი თანმხლები კინო, ვიდეო, ფონოჩანაწერების ტიპის დოკუმენტური მასალებით.

კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.
ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.
კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” .
კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმიკონსტრუქტივიზმივოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

მანიერიზმი (იტ. maniera - მანერა, სტილი), ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით, მიმდინარეობახელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში.იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს:
  • დანაწევრებული სივრცე
  • ბუნდოვანი და არეული სურათი
  • სხეულთა დეფორმაცია
  • მოძრაობის გამოსახვა
მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს იოსები ეგვიპტეში, სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი XVI საუკუნის ფრანგულიმანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია "ფონტენბლოს სკოლის" სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაშიინგლისსა და გერმანიაში.
ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.

მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») — კულტურული მიმდინარეობა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურასმუსიკასლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როდესაც სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.
მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში, და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვის, იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემშლელი გარემოება, მისი ახლით, შესაბამისად უკეთესი გზით შეცვლით. მოდერნის მთავარი არგუმენტით მე-20 საუკუნის რეალიები პერმანენტული და გარდუვალი იყო, და შესაბამისად ხალხს მათი სამყაროს ადაპტირება უნდა მოეხდინა, იმ იდეის გათავისებით, რომ ის რაც ახალია, ასევე კარგია და ლამაზი.

ნატურალიზმი - XIX საუკუნის ბოლოს მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც ცდილობს კლოდ ბერნარის მიერ ბიოლოგიაში შემოტანილი ექსპერიმენტალური მეცნიერების მეთოდები მიუსადაგოს ხელოვნებას.
რეალიზმისგან განსხვავებით, რომელიც გაფანტული მეცნიერება იყო, ნატურალიზმს თავისი დოქტრინა და სკოლა აქვს. ნატურალისტური სკოლის სათავეში არის ფრანგი მწერალი, ემილ ზოლა, რომელიც თავის ექსპერიმენტალურ რომანში აყალიბებს ახალ დოქტრინას და აცხადებს: "მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლო მათი მექანიზმი". ნატურალისტთა აზრით რომანი უნდა გახდეს მეცნიერული და აგებულ უნდა იქნას რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. მთავარი არაა შთაგონება, რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორცექიმი შეისწავლის სხეულს. ნატურალისტებს პოზიტივისტური სურვილი ამოქმედებთ: მოეპყრონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ფაქტებს ისე, როგორც საცდელ საგნებს. მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე ქიმიკოსი ან ფიზიკოსი. რომანისტი ამგვარი ექსპერიმენტების ერთგვარ ოქმს ადგენს და თავს იკავებს განსჯისგან. მწერლის მიზანია პერსონაჟი მოათავსოს სხვადასხვა გარემოში, პირობებში, და გაარკვიოს თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ პირობებში ამა თუ იმ გრძნობას. ამ გაგებით, რომანისტი ქრება და ადგილს უთმობს მეცნიერს. რომანი კი ხდება სოციოლოგიურიჰიგიენური თუ სხვა მეცნიერული კვლევების ლაბორატორია. ნატურალიზმი ყველაზე რადიკალური ფორმით წარმოდგენილია გერმანულ ლიტერატურაში. სადაც ძმები ჰეინრიხების, იულიუს ჰარტისა და გერჰარტ ჰაუპტმანის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა მწერლები გამოდიან ლიბერალური რეალიზმის წინააღმდეგ და ქმნიან საკუთარი წერის მანერას სახელწოდებით « Sekundenstil »,სადაც საგნებსა და თხრობას შორის დისტანცია უკუგდებულია და თხრობის დრო ამბის მიმდინარეობის დროს ემთხვევა. ნატურალიზმიდან აღმოცენდა ასევე იტალიური ვერიზმი (vérisme), სადაც მთავარ როლს დეტერმინიზმი თამაშობს, რომელიც სიცილიელი გლეხების ხასიათებშია წარმოდგენილი. ნატურალიზმი ძალიან მალე უკუგდებულ იქნა თავად ამ სკოლის ბევრი წარმომადგენლის მიერ. 1887 წელს მოპასანი თავისი რომანის, პიერი და ჟანი, წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლიტერატურაში ობიექტურობა შეუძლებელია. იმავე წელს გაზეთ ფიგაროში ქვეყნდება ხუთის მანიფესტი, რომელშიც პროტესტია გამოთქმული ზოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

ნეოიმპრესიონიზმი (ინგ. Neo-impressionism) – მიმდინარეობა ფერწერაში.
იგი 1885 წელს აღმოცენდა საფრანგეთში. მისი წარმომადგენლები იყვნენ ჟორჟ სერა და პოლ სინიაკი. ისინი ავითარებდნენიმპრესიონიზმის ტენდენციებს. განსაკუთრებით აინტერესებდათ ოპტიკისა და ფერთა ახალი თეორიის დარგში მიღწეული სიახლეები და პრაქტიკულად იყენებდნენ მათ.

ნეოკლასიციზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაშიარქიტექტურასადა ლიტერატურაში1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.
ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.
ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.

პოსტიმპრესიონიზმი — მხატვრული მიმდევრობა, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. ტერმინი პირველად ბრიტანელმა ხელოვანმა და კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ გამოიყენა 1910 წელს მანესშემდგომი ფრანგული ხელოვნების განვითარების აღწერისთვის. პოსტიმპრესიონისტებმა განაგრძეს იმპრესიონიზმი, თუმცა განუდგნენ მის შეზღუდვებს: ისინი კვლავ იყენებდნენ მკვეთრ და კაშკაშა ფერებს, საღებავის სქელ ფენებს, გამოკვეთილ მონასმებსა და ცხოვრებისეულ ობიექტებს, თუმცა ისინი უფრო ხაზი ისვამენ გეომეტრიულ ფორმებს, მათთვის ექსპრესიული ეფექტის მისაცემად, და ხშირად არაბუნებრივი და პირობითი ფერების გამოყენებით. ამ მიმდინარეობის გამოჩენილ მხატვართა შორის იყვნენ ვან გოგიგოგენისეზანი და ტულუზ-ლოტრეკი.

პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე“, post „შემდეგი“) — XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაშიაღმოცენებული მიმდინარეობა.
პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურისისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.

პრიმიტივიზმი — ფერწერის სტილი, შეიქმნა XIX საუკუნეში. გულისხმობს სურათის შეგნებულ გამარტივებას, რაც მის ფორმას ხდის პრიმიტიულს, როგორც ეს არის ბავშვისშემოქმედებაში, ან პირველყოფილი ხანის ნახატებში. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნეს აზრით, ნაივური ხელოვნება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პრიმიტივიზმი, რადგან პირველი აღნიშნავს არაპროფესიონალთა ფერწერას, ხოლო მეორე — პროფესიონალთა სტილიზებულ ფერწერას.

პუანტილიზმი (ინგლ. Pointillismფრანგ. Pointillisme - წერტილებით წერა) — ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობა, რომელსაც ახასიათებს ფერწერის თავისებური მანერა – წვრილი ფერადი მონასმები, წერტილები.

რეალიზმი (ლათ.realis ნამდვილი) — მხატვრული შემეცნების მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.ეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19 საუკუნის შუა წლების რომანტიზმისიდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის გაბატონებული ხელოვნების ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“ (ფრანგ.: Rocaille; ქართ.: ნიჟარის ნაკეთობა)

რომანტიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთშიიტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არის ხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომ, მიუხედავად საერთო ნიშნებისა, როგორიცააირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი, ინდივიდის ემანსიპაცია, რომანტიკოს შემოქმედთა შორის ბევრი განსხვავებაცაა. რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა. ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას, რაც იწვევს ინდივიდის ეგზალტაციას. ერთი მხრივ ეს გადაიზრდება საკუთარი "მე"-ს უპირატესობით გამოწვეულ მარტოობის შეგრძნებაში, მეორე მხრივ კი აქტივობაში, ნებისყოფაში, დიდების სურვილში. აქედან გამომდინარე არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.

სიმბოლიზმი (ფრანგ. symbolisme), მიმდინარეობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში (საფრანგეთში — შარლ ბოდლერიარტურ რემბოპოლ ვერლენისტეფან მალარმე და სხვა.ბელგიაში — ემილ ვერჰარნიმორის მეტერლინკიგერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანიშტეფან გეორგე; ინგლისში — ოსკარ უაილდიელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი; ავსტრიაში — რაინერ მარია რილკე; რუსეთში — ალექსანდრე ბლოკიკონსტანტინე ბალმონტივალერი ბრიუსოვი).
სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო პარნასელთა პოეზიაზე. მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის შეცვლა სიმბოლოთი, ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე, მუსიკალობის შექმნაზე. სიმბოლიზმი იყო სინამდვილისადმი ოპოზიციის გამოხატვა. მისმა საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი დასდეს ლირიკული აზროვნების განვითარებას.
საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა სიმბოლისტთა ჯგუფი, რომელმაც 1916 წელს გამოსცა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, „ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენპაოლო იაშვილიტიციან ტაბიძევალერიან გაფრინდაშვილიგიორგი ლეონიძესანდრო ცირეკიძეკოლაუ ნადირაძე და სხვა. ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.

სიურრეალიზმი — მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთშიანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონსამყარო.ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით „ზერეალობას“ ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად.1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით, მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან, არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია, როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „სიურრეალისტური რევოლუცია“, 1922 წელს.
სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: ჟერარ დე ნერვალის ე.წ. „სუპერნატურალიზმი“, გერმანული რომანტიზმიბოდლერისშემოქმედება, კუბიზმირემბოს იდეები „ცხოვრების შეცვლის“ შესახებ, კარლ მარქსის ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია, რომელიც 1900 წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. „მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება.“

სოც-არტი (რუს. Соц-арт) — პოსტმოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირში1970-იან წლებში, ე. წ. ალტერნატიული კულტურის ჩარჩოებში, რომელიც იმ პერიოდის სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა.
სოც-არტი წარმოიშვა, როგორც პაროდია ოფიციალურ საბჭოთა ხელოვნებასა და, ზოგადად, მასკულტურის თანამედროვე სახეებზე, რაც გამოიხატა მის ირონიულ სახელწოდებაშიც, რომელშიც გაერთიანდა სოცრეალიზმისა და პოპ-არტის ცნებები. საბჭოთა პოლიტ-აგიტაციის მოტივებზე შექმნილი საბჭოთა ხელოვნების ოდიოზური კლიშეების, სიმბოლოებისა და სახეების გამოყენებითა და გადამუშავებით, სოც-არტი ცდილობდა მათში ნამდვილი არსი წარმოეჩინა და გაეთავისუფლებინა მაყურებელი იდეოლოგიური სტერეოტიპებისგან. ირონიაგროტესკი, თავისუფალი ციტირება, მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება (ფერწერიდან სივრცულ კომპოზიციებამდე) გახდა ამ მიმართულების თვალშისაცემი, ეკლექტური მხატვრული ენის საფუძველი.
სოც-არტის შემქმნელებად ითვლებიან მოსკოველი მხატვრები ვიტალი კომარი და ალექსანდრ მელამიდი, რომელთა გარშემო 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა თანამოაზრე მხატვართა წრე. სხვადასხვა დროს ამ გაერთიანებაში იყვნენ ალექსანდრ კოსოლაპოვილეონიდ სოკოვიდმიტრი პრიგოვიბორის ორლოვი, ჯგუფების "გნეზდო" და "მუხომორი" წევრები.
მიმდინარეობამ 1990-იან წლებამდე იარსება - ამ პერიოდში განვითარებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მათი იდელოგოიური საწყისები არააქტუალური გახადა.

ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves — გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება — დაახლოებით 1898-1908წლებში.
სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.

ფუტურიზმი — მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში, იტალიაში.
ფუტურიზმი რეალისტური ხელოვნების უარყოფის საფუძველზე შეიქმნა 1907—1909 წლებში იტალიაში. ფუტურისტული ხელოვნების მიზანი არის არა გარემომცველი სინამდვილის ასახვა და შეცნობა, არამედ ახალი რეალობის შექმნა.
ფუტურიზმი ავანგარდისტულ მიმდინარეობებს შორის ყველაზე რადიკალურია. ფუტურიზმის პირველი (1909 წ.) და მეორე მანიფესტის (1910 წ.) ავტორია მარინეტი, იტალიელი პოეტი. მანიფესტში ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული. ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტიპოეზიაში მოითხოვდა სიტყვათა თავისუფლებას, განცდისა და გამოხატვის თანადროულობას, პუნქტუაციის რღვევას, სინტაქსის უარყოფას.
ფუტურისტები აცხადებენ, რომ თანამედროვე ცხოვრებას მეტყველების მხოლოდ ტელეგრაფიული სტლი უხდება: წყვეტილი სიტყვები, ამოძახილები, ზმნების გამოტოვება, მრავალწერტილი. ყოველივე ეს დაძაბული ნერვული მდგომარეობის და დინამიზმის გამოხატვის საშუალებაა.
ფუტურისტები უარყოფდნენ მთელ კლასიკურ მემკვიდრეობას. მათი აზრით ფუტურისტული სურათის ან ნაწარმოების მშვენიერება რომ გაიგო, საჭიროა ადამიანის სული განიწმინდოს, გონება გათავისუფლდეს წარსულის კულტურის გადმონაშთებისგან.
რუსულ ლიტერატურაში ფუტურიზმი კუბოფუტურიზმის სახელით შევიდა. მისი წარმომადგენლები არიან ვლადიმერ მაიაკოვსკიკაზიმირ მალევიჩი და ა.შ.
ფუტურიზმმა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაშიც1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი H2SO4.
ფუტურისტი მხატვრები, ჯაკომო ბალლაუმბერტო ბოჩონიკარლო კარაჯინო სევერინილუიჯი რუსოლო იყენებენ დივიზიონისტურ ტექნიკას და კუბისტურ ელემენტებს, ერთმანეთში ურევენ ფორმებს, რიტმებს, ფერებსა და შუქ-ჩრდილებს რათა დინამიური შეგრძნება, სულიერი მდგომარეობისა და ხილული სამყაროს მრავალგვარი სტრუქტურების თანადროულობა გამოხატონ.

ჰააგის სკოლა — XIX საუკუნის უკანასკნელი მესამედის ჰოლანდიური ფერწერის რეალისტური სკოლა. ჩამოყალიბდა 1871 წლის შემდეგ ი. ისრაელსის ირგვლივ. ჰააგის სკოლამ შემოქმედებითად გადაამუშავა XVII საუკუნის ჰოლანდიური ხელოვნების ტრადიციები. მისი წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ლირიკული ასახვა და თავისუფალი ფერწერულობა. ჰააგის სკოლის მხატვრები ძირითადად ქმნიდნენ ჟანრულ სურათებს (ი. ისრაელსი), პეიზაჟები (ი. ვაისენბრიუხი, ძმები მარისები, ჰ. მესდაგი), ხატავდნენ ინტერიერებს (ი. ბოსბომი).



No comments:

Post a Comment