უცნობი ფაქტები ცნობილ მხატვრებზე

ცნობილ მხატვრებზე შესაძლებელია აურაცხელი ინფორმაციის მოპოვება- როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ქმნიდნენ უკვდავ ნამუშევრებს.
ბევრი არ უფიქრდება მათი ხასიათის თავისებურებებსა და ცხოვრების წესს. არადა, ზოგი ფაქტი მათი ბიოგრაფიიდან ან რომელიმე ნახატის შექმნის ისტორია ძალზე საყურადღებოა.

პაბლო პიკასო

კარგი მხატვრები ასლს ქმნიან, დიადები – იპარავენ.
  • როცა პაბლო პიკასო დაიბადა, ის მკვდრად ჩათვალეს. ბავშვი ბიძამ გადაარჩინა, რომელმაც სიგარეტის კვამლი შეაბოლა სახეში. ამის შემდეგ პაბლომ ტირილი დაიწყო. შეიძლება ითქვას, ის მოწევამ გადაარჩინა.
  • პაბლო აშკარად მხატვარი იყო დაბადებიდანვე, მისი პირველი სიტყვა იყო piz, რაც ფანქარს ნიშნავს.
  • თავისი ცხოვრების ადრეულ წლებში პიკასოს ისე უჭირდა, რომ იძულებული იყო შეშის მაგივრად საკუთარი ნახატებით დაენთო ცეცხლი.
  • ის ატარებდა გრძელ ტანსაცმელსა და თმას, რაც მაშინ უცხო იყო.
  • პიკასოს მთლიანი სახელი შედგება 23 სიტყვისგან: პაბლო-დიეგო-ხოსე-ფრანცისკო-დე-პაულა-ხუან-ნეპომუსენო-მარია-დე-ლოს-რემედიოს-კიპრიანო-დე-ლა-სანტისიმა-ტრინიდად-მარტინ-პატრისიო-კლიტო-რუიზ-ი-პიკასო.

  • ვინსენტ ვან გოგი

    არ გეშინოდეს შეცდომების. ბევრი ფიქრობს, რომ გახდება კარგი, თუ არ გააკეთებს არაფერს ცუდს.
    • ყვითელი ფერისა და ჩრდილების სიხშირეს მის შემოქმედებაში ხსნიან დიდი რეოდენობით ეპილეფსიის წამლების მიღებით, რომელიც გამოიწვია აბსენტის ზედმეტი ოდენობით მიღებამ.
    • თავისი სიცოცხლის მანძილზე ვან გოგი იმყოფებოდა არაერთ საავადმყოფოში ფსიქოზისა და შიზოფრენიის დიაგნოზით. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი “ვარსკვლავიანი ღამე” დაიწერა 1889 წელს ქალაქ სენ-რემის საავადმყოფოში.
    • სიცოცხლე 37 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა ტყვიით მუცელში. ის ფერმის ეზოში იმალებოდა.
    • მთელი ცხოვრება დაბალი თვითშეფასება აწუხებდა. სანამ ცოცხალი იყო მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა –  Red Vineyard at Arles. აღიარება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა.
    • ვან გოგმა მოიჭრა არა მთლიანი ყური, არამედ მისი ნაწილი, რაც პრაქტიკულად უმტკივნეულოა. არადა, დღეს გავრცელებული ლეგენდაა, თითქოს მან მთლიანი ყური მოიჭრა. ეს ლეგენდა იმდენად ცნობილია, რომ საკუთარი ხელით ოპერაციის გაკეთების სურვილს “ვან გოგის სინდრომი” შეარქვეს.

    • ლეონარდო და ვინჩი

      ვინც შიშში ცხოვრობს, კვდება კიდეც შიშით.
    • ლეონარდომ პირველმა ახსნა, თუ რატოა ცა ლურჯი. წიგნში “მხატვრობის შესახებ” მან დაწერა: “ლურჯი ცა მოდის  განათებული ნაწილის სისქიდან ჰაერში, რომელიც მიწებს შორისაა მოქცეული.
    • ლეონარდო თავისუფლად ფლობდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს. იმასაც ამბობენ, რომ მას შეეძლო სხვადასხვა ტექსტის სხვადასხვა ხელით დაწერა. ნამუშევრების უმეტესობა დახატული აქვს მარცხენა ხელით, მარჯვნიდან მარცხნივ.
    • ლეონარდო პირველი იყო მხატვრებიდან, ვინც ანაწევრებდა გვამებს, რათა გაეგო კუნთების აგებულება.
    • და ვინჩი ვეგეტარიანელი იყო და ამასთან, არასდროს სვამდა რძეს. ის ამას ბარბაროსობას უწოდებდა.
    • სალვადორ დალი

      რომ არ მყოლოდა მტრები, ვერ გავხდებოდი ის, რაც ვარ. მადლობა ღმერთს, მტრები არ მაკლდა.
    • 1934 წელს, როცა ნიუ-იორკში ჩავიდა, აქსესუარად ატარებდა ხელით 2 მეტრი სიგრძის პურს, ხოლო სიურეალისტური მხატვრობის გამოფენაზე მივიდა მყვინთავის ფორმით.
    • ნახატი “მეხსიერების მუდმივობა” დალიმ დახატა ეინშტეინის ფარდოფითობის თეორიის შთაბეჭდილების ქვეშ. იდეა გაუჩნდა აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, როცა აკვირდებოდა ყველის ნაჭერს.
    • მას ეძინა გასაღებით ხელში. დაჯდებოდა სკამზე და იძინებდა. რაღაც დროის შემდეგ გასაღები ვარდებოდა და ეცემოდა იატაკზე დადებულ თეფშზე. ძილის დროს წარმოქმნილი ფიქრები შეიძლებოდა ახალ იდეებად ან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ხერხად გამოდგომოდა.
    • მან სიცოცხლეშივე დაიბარა, დაემარხათ ისე, რომ მის საფლავზე შეძლებოდათ ადამიანებს სიარული, ამიტომ მისი ნეშთი მოათავსეს მისივე მუზეუმის კედელში ფიგერასში. ამ ოთახში აკრძალულია სინათლით გადაღება.
    • სალვადორ დალის მეტსახელი იყო “Avida Dollars”, რაც ნიშნავს “დოლარების მოყვარულს”
    • “ჩუპა-ჩუპსის” ლოგო დახატა დალიმ. ის დღემდე შემოგვრჩა ოდნავ შეცვლილი სახით.
    • მხატვრის ყოველ ნამუშევარში არის მისი ან პორტრეტი, ან სილუეტი.
    • ანრი მატისი

      ყვავილები ყვავიან ყველგან და ყველასთვის, ვისაც ამის დანახვა უნდა.
    • 1961 წელს ანრი მატისის ნახატი “ნავი” ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 47 დღის განმავლობაში თავდაყირა ეკიდა. ნახატი 17 ოქტომბერს გამოფინეს, შეცდომა კი მხოლოდ 3 დეკემბერს აღმოაჩინეს.
    • ანრი მატისი იტანჯებოდა დეპრესიითა და უძილობით. ზოგჯერ ტიროდა სიზმარში და იღვიძებდა ცრემლიანი. ერთხელაც, სრულიად უმიზეზოდ, მას გაუჩნდა დაბრმავების შიში. ვიოლინოზე დაკვრაც კი ისწავლა, რათა ფული ქუჩის მუსიკოსობით ეშოვნა, როცა დაბრმავდებოდა.
    • დიდ ხანს ის სიღარიბეში ცხოვრობდა. მხოლოდ 40 წლის ასაკიდან შეძლო დამოუკიდებლად ერჩინა ოჯახი.
    • ანრი მატისი არასდროს ხატავდა კლდეებს, ნათლად გამოხატულ სახლებს, დამუშავებულ მინდვრებს.
    • სიკვდილამდე 10 წლით ადრე მას დაუდგინეს თორმეტგოჯა ნაწლავის კიბო, ამიტომ მას მოუწია ინვალიდის ეტლში ყოფნა.

      ედვარდ მუნკი

      საკუთარ შემოქმედებაში მე ვეცადე საკუთარი თავისა და სხვებისთვის ამეხსნა სიცოცხლე და მისი არსი.
    • მუნკი იყო 5 წლის, როცა დედა ტუბერკულოზით გარდაეცვალა, შემდეგ კი უფროსი დაც დაკარგა. ამის შემდეგ სიკვდილის თემატიკა არაერთხელ აისახა მის ნამუშევრებში.
    • მუნკის “კივილი” არის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ყოფილა გამოტანილი ღია აუქციონზე.
    • აი, რას ამბობდა ის მხატვრობაზე: “ჩემთვის ხატვა ავადმყოფობა და სიმთვრალეა. ავადმყოფობა, რომლისგან განკურნებაც არ მინდა და სიმთვრალე, რომლისგან გამოსვლაც არ მსურს.

      პოლ გოგენი

      ხელოვნება – ეს აბსტრაქციაა, მოიპოვეთ ის ბუნებიდან. იფიქრეთ შემოქმედების პროცესზე ისე, რომ არ გეშინოდეთ შედეგის.
    • მხატვარი დაიბადა პარიზში, მაგრამ ბავშვობის წლები პერუში გაატარა. აქედან მოდის  სიყვარული ეგზოტიკისა და ტროპიკული ქვეყნების მიმართ.
    • გოგენი მარტივად ცვლიდა ტექნიკას და მატერიალს. გატაცებული იყო ხეზე კვეთით. ხშირად იმის გამო, რომ საშუალება არ ჰქონდა, ვერ ყიდულობდა საღებავს. მაშინ ის იწყებდა კვეთას.საკუთარ კარებს აფორმებდა ჩუქურთმებით.
    • გოგენი მუშაობდა მუშად პანამის არხში.
    • ნატურმორტებს ხშირად “საგნების” გარეშე ხატავდა.
    • 1889 წელს, როცა ბიბლია სათანადოდ შეისწავლა, მან დახატა 4 ტილო, რომლებზეც საკუთარი თავი გამოსახა, როგორც ქრისტე.
    • ხშირმა ურთიერთობებმა ქალებთან ის სიფილისით დაავადებამდე მიიყვანა.

      რენუარ პიერ ოგიუსტი

      40 წლისამ აღმოვაჩჩინე, რომ ყველა ფერის მეფე შავია.
    • 1880 წელს მან პირველად მოიტეხა მარჯვენა ხელი. იმის მაგივრად, რომ გული დასწყვეტოდა ან ენერვიულა, მან ფუნჯი მარცხენა ხელით აიღო და ისე ხატავდა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ორივე ხელით შეძლებდა ხატვას.
    • 60 წლის მანძილზე 6000-მდე ნახატი დახატა.
    • რენუარს იმდენად უყვარდა ხატვა, რომ არ შეუწყვეტია სიბერეშიც კი. არტრიტის მრავალი ფორმით დაავადებული ხატავდა ფუნჯით, რომელიც მკლავზე ჰქონდა მიმაგრებული. ერთხელ ახლო მეგობარმა მატისმა ჰკითხა: “რატომ არ ანებებთ თავს მხატვრობას, თქვენ ხომ ასე იტანჯებით?” რენუარმა კი უპასუხა: “La douleur passe, la beauté reste”- ტკივილი გაივლის, სილამაზე დარჩება.
  • გამოყენებული ლიტერატურა: http://facts.ge

No comments:

Post a Comment