გობელენი

 სახელწოდება „გობელენი“ წარმოიშვა ფრანგული გვარიდან. საქართველოში გობელენის ისტორია შემოიტანა ბატონმა გივი ყანდარელმა 1962 წელს. გობელენი ეს არის მაღალმხატვრული ღირებულების, ფერწერული, თემატური სიუჟეტური ნაქსოვი ნაწარმოები, რომელიც ამშვენებს და ათბობს ინტერიერს.

გობელინის საქსოვად გამოიყენებოდა მატყლი, აბრეშუმი ან აბრეშუმნარევი მატყლი. ხშირად ურევდნენ ოქროს, ვერცხლს ან სხვა ლითონის ძაფებსაც. გობელენი იქსოვებოდა ხელით, სხვადასხვა ნაწილზე ფერისა და სურათების დეტალების შესაბამისად.
გობელენი მხატვრული ხელნაქსოვი ხალიჩა, რომელიც გამოიყენება კედლების მოსაფენად, დეკორატიული თვალსაზრისით. გობელინის საქსოვად გამოიყენებოდა მატყლი, აბრეშუმი ან აბრეშუმნარევი მატყლი. ხშირად ურევდნენ ოქროს, ვერცხლს ან სხვა ლითონის ძაფებსაც. გობელენი იქსოვებოდა ხელით, სხვადასხვა ნაწილზე ფერისა და სურათების დეტალების შესაბამისად. გობელინებზე გამოისახება ისტორიული, ალეგორიული და ყოფა-ცხოვრების სცენები. ხელით ნაქსოვი გობელინები იყოფა 2 ჯგუფად: გოტლისტური - ვერტიკალურ დაზგაზე და ბასილისური - ჰორიზონტალურ დაზგაზე. დღეს გობელინები მისი შესრულების სირთულის გამო აღარ იწარმოება და ამიტომ ხელნაქსოვი გობელინები ანტიკვარული ვაჭრობის საგანია. 


გამოყენებული ლიტერატურა : http://www.nplg.gov.ge

No comments:

Post a Comment