იმპრესიონისტი მხატვრები

ეჟენ ბუდენი (ფრანგ. Eugène Boudin, დ. 12 ივლისი1824 — გ. 8 აგვისტო1898) — ერთ-ერთი პირველი ფრანგი პეიზაჟისტი, რომელიც ხატავდა პლენერზე. მისი ძირითადი თემაა სანაპიროს ხედები, სადაც ის დიდ ადგილს უთმობდა ცას.
Boudin.jpeg
ეჟენ ბუდენი დაიბადა მეზღვაურის ოჯახში, ჰონფლერში ჰავრის მახლობლად. ყმაწვილობაში ის მუშაობდა საკანცელარიო მაღაზიაში „ჰავრში“ და გატაცებული იყო ხატვით. ის კარგად იცნობდა კლოდ მონეს, რომელიც თავის კარიკატურებს გამოფენდა ბუდენის მაღაზიაში.
1835 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ჰავრში. აქ ეჟენი დაუახლოვდა ცნობილ მხატვრებს, როგორებიც არიან: ჟან ფრანსუა მილეჟან ბატისტ იზაბეი და ჟან ბატისტ კამილ კორო. ისინი ახალგაზრდა მხატვარს აძლევდნენ სხვადასხვა რჩევებსა და მითითებებს. მონდომებულ ახალგაზრდა მხატვარს ჰავრის მუნიციპალიტეტმა დაუნიშნა სამწლიანი სტიპენდია პარიზში სასწავლებლად. 1859 წელს შედგა ეჟენ ბუდენის დებიუტი სალონში. რის შემდეგად მისი შემოქმედება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მხატვრის შემდგომი ტილოები უკვე მოხვდნენ „განკიცხულთა სალონში“, სადაც იმ დროს მთავარი სალონის ჯიურის მიერ დაწუნული ნამუშევრები იფინებოდა.
1863 წელს ბუდენი ბევრს მოგზაურობდა, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მან მოინახულა ბრეტანიჰოლანდია,ვენეცია. ამ პერიოდში ის ხატავდა მცირე ზომის პეიზაჟებს.
1857 წელს ეჟენ ბუდენი შეხვდა კლოდ მონეს. ისინი ხშირად მუშაობდნენ ერთად ბუდენის სახელოსნოში.
1870-იან წლებში მისმა მხატვრობამ იმპრესიონისტების გავლენა განიცადა. მისი პეიზაჟები უფრო ნათელი გახდა, ხოლო მონასმი რბილ გაბნეულ ლაქას დაემსგავსა. 1874 წელს ბუდენმა მონაწილეობა მიიღო იმპრესიონისტების პირველ გამოფენაში. ამის შემდეგ მან არაერთხელ გამოფინა თავისი სურატები პარიზსა და ამერიკაში იმპრესიონისტების სურათების გვერდით.
ეჟენ ბუდენი 1898 წლის 8 აგვისტოს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბერტა მორიზო (ფრანგ. Berthe Morisot) (დ. 14 იანვარი1841 — გ. 2 მარტი1895) — ფრანგული იმპრესიონიზმისწარმომადგენელი. მისი სურათების მთავარი თემა იყო: ქალი კეთილშობილი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ოჯახური სიმყუდროვე, დედობა, გასეირნება ბუნებაში. ის ხშირად ასახავდა ქალს, რომელიც გართული იყო თავის მოვლით. ბერტა მორიზო არასდროს ილტვოდა შიშველი ნატურის გამოსახვისკენ. მისთვის უცხო იყო კაფეების, თეატრებისა და პარიზის ქუჩების ხმაურიანი სამყარო. მისი გვიანდელი სურათები ხასიათდება იმპრესიონისტებისათვის დამახასიათებელი ატმოსფერული ეფექტების გადმოცემით. მისი ფუნჯის მონასმი გახდა უფრო მკვეთრი და ის თავის მანერით მიუახლოვდა ექსპრესიონისტებს.
BertheMorisot.jpg
ბერტა მორიზო დაიბადა ბურჟეში, ცნობილი სამთავრობო ჩინოვნიკის ოჯახში. 1852 წელს მორიზოს ოჯახი გადავიდა პარიზში. მისი ბაბუა იყო ცნობილი მხატვარი — ფრაგონარი. პარიზში ბერტამ დაიწყო ფერწერის შესწავლა, ჯერ შოკარტთან და შემდგომ გიშარტთან. უფრო მოგვიანებით მან გაიცნო ჟან ბატისტ კამილ კორო და 1861 წლიდან მისი ხელმძღვანელობის ქვეშდაიწყო მუშაობა. ბერტა კოროსთან ერთად მუშაობდა პლენერზე.

აკვანთან, 1872
ბერტა მორიზოს პირველი სურათები სალონში მიღებული იქნა 1864 წელს, როდესაც ის 23 წლის იყო. 1864 წლამდე ის სალონში სისტემატიურად გამოფენდა თავის ნაშრომებს. 1868 წელს ბერტამ ლუვრში გაიცნო ედუარდ მანე. შემდგომი 10 წლის განმავლობაში მის შემოქმედებაზე იგრძნობა მანეს გავლენა. 1874 წელს ბერტა გათხოვდა მანეს ძმა ეჟენზე და მათ ქალიშვიი ეყოლათ. ედუარდ მანე ხშირად გამოხატავდა ბერტას თავის სურათებზე. მის მეშვეობით მორიზო დაუმეგობრდა იმპრესიონისტებს.
იმპრესიონისტების ცნომილ გამოფენაზე, 1874 წლის 15 აპრილს ბერტამ წარადგინა 10 სურათი. მათ შორის იყო სურათი „აკვანთან“, სადაც ბერტას და, ედმა და მისი შვილია გამოსახული. მხატვარი შემდგომშიც აქტუალურად მონაწილეობდა იმპრესიონისტებისგამოფენებში. ბერტას ცხოვრების მანძილზე მისი სურათები გაიყიდა მაღალ ფასებში, ვიდრე მისი მეგობრების. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იმყოფებოდა მხატვრების, ლიტერატორების და კრიტიკოსების ყურედღების ცენტრში, რომლებიც, ასე თუ ისე, მჭიდრო კავშირში იყვნენ იმპრესიონისტებთან.
ედგარ დეგა (ფრანგ. Edgar Degas), სრული სახელი ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (Hilaire-Germain-Edgar Degas) (დ. 19 ივლისი,1834, — გ. 27 სექტემბერი1917) — ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტორი.
Edgar Germain Hilaire Degas 061.jpg
დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლშიცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.
საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევარეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში“ და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს“).
1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე, ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.
1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.

დოღზე, 1877—1880
1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.
1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.

პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა
სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებს. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.
დეგა იყო კონსერვატორი პირად ცხოვრებაში, მას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არც ერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ. მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.

საცეკვაო კლასი, 1875
ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ. ამ თემატიკის სურათებია: „საცეკვაო კლასი“, „მოცეკვავეები სცენაზე“, „მოცეკვავეები ცისფრებში“, „ვარსკვლავი“, „რეპეტიცია ფოეში“ და ა. შ.

ბანაობა ტაშტში, 1885—1886
ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება. აი როგორი სათაური მიუძღვნა მან 1886 წელს თავის პასტელების სერიას: „ჩოჩქოლი შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას“. მან რამდენიმე ასეული პასტელით დახატა ამ თემაზე, ერთერთია „ბანაობა ტაშტში“ (1886 წ.)
ჟაკობ აბრაამ კამილ პისარო (ფრანგ. Camille Pissarro; დ. 10 ივლისი1830 — გ. 13 ნოემბერი1903) — ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი.
Camille Pissarro 040.jpg
დაიბადა 1830 წლის 10 ივლისს ფრანგი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობა და ახალგაზრდობა მან ანტილიის კუნძულებზესენ ტომასშიგაატარა. 1841 წელს ის გააგზავნეს პარიზში, პანსეონში სასწავლებლად. აქ ის დაუმეგობრდა პანსიონის დირექტორს, რომელიც დილეტანტი მხატვარი იყო. 1847 წელს, 6 წლის შემდეგ, ის ბრუნდება სენ ტომასში და გატაცებულია ხატვით. 1852 წლამდე იგი, სწავლასთან ერთად, იძულებით მუშაობს მამისეულ სავაჭრო საწარმოში.
1855 წელს კამილ პისარო მიემგზავრება პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად. აქ ის მხატვრულმა ცხოვრებამ ისე ჩაითრია რომ პარიზში რჩება და იწყებს მუშაობას ლემანის სახელოსნოში. შემდეგ ის განაგრძობს სწავლას სიუსის აკადემიაში და ხელმძღვანელობს კოროს შენიშვნებით. ის ჟან ბატისტ კამილ კოროს გავლენით ქმნის მონაცისფრო-ვერცხლისფერ ტონებში პეიზაჟებს, ამ პეიზაჟებს მნიშვნელობას ანიჭებს ნათელი და მუქი ფერის კონტრასტები.
სუისის აკადემიაში ის ხვდება კლოდ მონეს და პოლ სეზანს. მათთან მეგობრობამ და მოგვიანებით „გერბუა“ს კაფეში ედუარდ მანესხელმძღვანელობით მოსმენილმა „თეორიულმა ლექციებმა“ დიდი გავლენა მოახდინეს მის იმპრესიონისტად ჩამოყალიბებაში. მანამდე კი ფერწერული სტილი სხვადასხვა მხატვრული სტილის გავლენას განიცდიდა. მისი ადრეული რომანტიკული სტილი იცვლება კოროს ზეგავლენით, იგი ქმნის რეალისტურ პეიზაჟს და მისთვის ღია იყო ოფიციალური სალონის კარი.
მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა გუსტავ კურბეს ფერწერამ, ის უპირატესობას ანიჭებს მუქ ნაცრისფერ და მწვანე ტონებს. ამ სტილშია მისი სურათები: „ქალბატონი პისარო ქარგვის დროს“, „პატარა ფაბრიკა“ და ა. შ.
კამილ პისარო 1863 წელს „განკიცხულთა სალონში“ იღებს მონაწილეობას. ის უფრო მეტად ეუფლება იმპრესიონისტულ სტილს. მონეს მაგვარად ისიც ინტერესდება წყლის ზედაპირის რეფლექსებით და მასთან დაკავშირებულ სინათლის მოძრაობით. ასევე ეუფლება ფუნჟის მოსხლეტილ მონასმებს. ამ სტილში შესრულებული ტილოებია: „დილიჟანი ლუვესიანში“ (1870), „ბულვარი პუანტუასში“ (1873), „აყვავებული ხეხილი“. ეს სურათები გამოირჩევიან ცოცხალი ფერადოვნებით.

კამილ პისარო და მისი ცოლი, ჟული ველეი, 1877
1863—1884 წლებში მას 7 შვილი ეყოლა, აქედან 5 ბიჭი, რომლებიც მხატვრები გახდნენ. მეუღლე ჟული ველეი მისი მოახლე იყო და ისინი 1870 წელს დაქორწინდნენ.
პისარო საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ცხოვრობდა ჯერ ბრიტანში, შემდეგ კი ლონდომში. იქ შეხვდა მონეს. გაიცნო ძურან რუელი, რომელმაც მისი რამდენიმე სურათი შეიძინა. მან ინგლისში 1871 წელის ივნისამდე დაჰყო. ის ნაკლებს მუშაობდა და ძირითადად მუზეუმებსა და გამოფენებს ათვალიერებდა.
კამილ პისაროს ყველაზე საყვარელი მოტივი გზები იყო. მუდამ „გზაგე მდგარ“ პისაროზე მისი საუკეთესო ტილოების სახელწოდებებიც გვეუბნევიან: „გზა გარე უბანში“, „გზა ლუვენსიენის უბანში“, „ტყის გზა გაზაფხულში“, „ეპისერის ქუჩა რუანსში“, „მონმარტის ბულვარი პარიზში“.
პისაროს უყვარდა ქალაქის ხატვა, რომელიც იზიდავდა მას მისი განუწყეტელი მოძრაობით. მაგ. მხატვარმა დახატა 30 სურათიმონმარტის ბულვარისა, რომელებიც შესრულებულია ერთსა და იმავე ფანჯრის ხედიდან. საგულისხმოა, რომ მის ტილოებზე გადმოცემული „გზების“ ანალოგიური აღმოჩნდა „გზებზე შემდგარი“ მთელი მისი 73 წლის ცხოვრება.
მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, იგი მეგობარ მხატვრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მას ხშირად ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა მეგობარი მხატვრების გამოფენაზე (1865 წ.) რადგან მათთან კარგი დამოკიდებულობა უკვე მოპოვებულ კარგ რეპუტაციას შეულახავდა. პისაროს ღალატად მიაჩნდა მეგობრების მხარდაჭერაზე უარის თქმა და ის ერთგულად მონაწილეობდა მათ 8-ვე გამოფენაზე.

პონტოისეს ბაღი, 1875 წ.
80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობად უმჯობესებოდა. მას სურათებიდან გააჩნდა არც თუ დიდი, მაგრამ მუდმივი შემოსავალი. ეს „მუდმივ შემოსავლიანი“ წელიც არ იყო დამთავრებული, რომ კვლავ ეწვია გაჭირვება. მას ძალიან ეხმარებოდა ძურან რუელი, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ რუელიც გაკოტრების გზაზე იყო მისული. მან პისაროს ურჩია მარაოების გასაფორმებად კომპოზიციები შეექმნა გუაშით, რადგან ეს საქმე მაშინ უფრო სარფიანი იყო.
სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, პისარო განსაკუთრებით დაინტერესებულია სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათებით, მშრომელი გლეხის სახით. სოფლის თემაზე შექმნილი მისი ჟანრული ტილოები გამოირჩევიან მზიური ტონებით, ხალისიანი განწყობით, გულთბილი დამოკიდებულებით, აყვავებული გარემოს მომხიბლელობით. მაგ. სურათებში: „აყვავებული ხეხილის ბაღი“ (1872), „გლეხის ქალი“ (1880), „თიბვა ერანში“ (1880). ამ ხმრივ იგი ყურადღებას იპყრობს როგორ მილეს გამგრძელებელი.

მომნარტის ბულვარი, 1897 წ.
1883 წელს ძურან რუელი მის პერსონალ გამოფენას აწყობს. ხოლო 1884 წელს იგი გადადის საცხოვრებლად ერანიე სიურ ეპტში, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობს.
1885 წელს მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა სინაკმა და სორამ, თავიანთი „დამტკიცებითი ტონების“ თეორიით. პისაროს ამ თეორიაში განსაკუთრებით მოსწონდა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთშეთავსების შესაძლეობა (როგორც ცნობილია ამ ახალი თეორიით სიორამ, სინაკმა და სხვებმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოიმპრესიონიზმისმიმდინარეობას: დივიზიონიზმსა და პუანტელიზმს).
პისარომ მონაწილეობა მიიღო მათ გამოფენაში, მაგრამ 1890 წელს ის მკაცრად გამოეყო დივიზიონისტებს და დაუბრუნდაიმპრესიონისტებს.
პლენერზე მუდმივმა მუშაობამ მას მხედველობა დაუზიანა. მას უჭირს ეწუდებზე გასვლა და მუშაობას ამჯობინებს ქარებისგან დაცულ ქალაქურ პირობებში. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ის მუშაობს ჰავრშირუანშიპარიზში და ქმნის „ბულვარების სერიას“, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ ისევე, როგორც მონეს „ტაძრები“, როგორც გვიანი იმპრესიონიზმის მიღწევები.
იგი თავის მეგობრებს შორის ყველაზე განსწავლული მხატვარი იყო. სიკვდილის შემდგომ მან დაგვიტოვა არაერთი ნახატი, აკვარელი და ლიტოგრაფიის ნიმუშები. ცნობილია მისი წერილები შვილისადმი, სადაც მისი ბრძენი და ადამიანური თვისებები ჩანს.
    ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი) — ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1869-1876 წლებში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაშიბრიუსელშილონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878-1879 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 — 81) და ანტვერპენის (1885 — 86) სამხატვრო აკადემიებში. 1881-1885 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში („გლეხის ქალი“, 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; „კარტოფილის მჭამელები“, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟან ფრანსუა მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886-1888 წლებში ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდაიმპრესიონისტების (კლოდ მონეკამილ პისაროალფრედ სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ანრი დე ტულუზ-ლოტრეკსა და პოლ გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე“, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
1888 წელს ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა — საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში („მკა. ლაკროს ველი“, „მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში“, ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს („ღამის კაფე“, 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას („წითელი ვენახები არლში“, 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებსაც („ვან გოგის საწოლი ოთახი არლში“, 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).
80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889-1890) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას („მარადისობის კარიბჭესთან“, 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს („კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა“, 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება („ოვერი წვიმის შემდეგ“, 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.
პიერ ოგიუსტ რენუარი (ფრანგ. Pierre-Auguste Renoir, დ. 25 თებერვალი1841ლიმოჟისაფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი1919,კან-სიურ-მერინიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვისიმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.
PARenoir.jpg
რენუარი დაიბადა ლიმოჟში 1841 წლის 25 თებერვალს, მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში. ოგიუსტი შვიდი შვილიდან მეექვსე იყო.
1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლებასთან ერთად, ეტვირთა სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო, რომლის ნიჭი ადრე აღმოაჩნდა. ის, ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონეალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო.
1865 წელს ის ფონტენბლოს ტყეებში მონესსისლეისა და კამილ პისაროს ხატავს ერთად. ამავე წელს ოგიუსტმა ახლოს გაიცნო გუსტავ კურბე, რომლის ხელოვნებითაც აღფრთოვანებული იყო.
1867 წელს რენუარი ხატავს სურათს „დიანა“, რომელიც პარიზის სალონმა არ მიიღო. თუმცა იმავე წელს შექმნილმა ტილომ „ლიზა“, 1868 წელს სალონში აღიარება მოიპოვა. ეს პორტრეტი მთელ სიმაღლეზეა შესრულებული. ადრეულ პერიოდში ასეთი ზომის ტილოს და მსგავს კომპოზიციას მხატვრები მხოლოდ სამეფო წევრების პორტრეტების ხატვის დროს იყენებდნენ.

ალჟირელი ქალიშვილი, 1870
სამი წლის შემდეგ, რენუარმა დახატა ლიზა ალჟირულ სამოსში და ტილოს „ალჟირელი ქალიშვილი“ დაარქვა. ეს საკმაოდ ხატოვანი სურათია, შექმნილი აღმოსავლურ სტილში, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო.
თანამედროვენი ხშირად ხედავდნენ რენუარს პლენერზე ფონტენბლოს ტყეებში, ან სენის სანაპიროზე მოლბერტით ხელში. მის ნამუშევრებში ჩანს მოძრაობის გადმოცემის სურვილი პლენერზე. ასეთია სურათი-პორტრეტი „ალფრედ სისლეი ცოლთან ერთად“.
1860-იან წლებში რენუარმა მონესთან ერთად რამდენიმეჯერ მოაწყო სენაზე გასეირნება, მხატვრების ერთობლივმა მუშაობამ დიდად გაამდიდრა მათი შემოქმედება. მათი ერთად მუშაობის შედეგია სურათი „ტბორი“ (1869 წ.).
რენუარის ადრეული სურათები მუქ ტონებში იყო შესრულებული, სადაც ხაზგასმით გამოკვეთილი ჰქონდა შავი ფერები.

ცეკვა მულენ დე ლა გალეტში, 1876

მას დიდი აღიარება მოუტანა სურათმა „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში“. ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც 1876 წელს შექმნა. ეს სურათი მე-19 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ ითვლება.
1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე.

საქანელა, 1876
1870-იანი წლების „მულენ დე ლა გალეტ“ (Moulin de la Galette ფრანგ. დიდი წისქვილი), რომელიც მონმარტრის მთაზე მდებარეობდა, წინათ წისქვილი იყო, რომელიც საცეკვაო დარბაზად გადააკეთეს. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ საშუალო კლასის და ბოჰემის წარმომადგენლები.
რენუარი ხშირად დგამდა თავის მოლბერტს პირდაპირ ბაღში, მაგიდებს შორის. სურათ „მულენ დე ლა გალეტზე“ მხატვრის ყველა მეგობარია გამოსახული. სურათი დიდი ზომისაა (131X175 სმ.) და, ერთი შეხედვით, ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამავე პერიოდში შექმნა სურათები „გასეირნება“ და „საქანელა“.
რენუარი, ისევე როგორც მისი კოლეგა და მეგობარი ედგარ დეგა, დაკვირვებებს თეატრსა და ცირკში აწარმოებდა. როდესაც რენუარი ხატავდა გრაციოზულ „ბალეტის მოცეკვავეებს“ ან „ორ პატარა ცირკის მსახიობს“, ის ამას აკეთებდა უფრო ნაზად და რბილად, ვიდრედეგა. გარდა ამისა, რენუარი ხშირად აკვირდებოდა მაყურებელს. ამის მაგალითია სურათი „ლოჟა“, რომელშიც მამაკაცი მისი ძმაა, ხოლო ქალს პოზირებდა ნინი ლოპესი — პარიზელი ლამაზმანი.

ქოლგები, 1883
1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს“ ან „ენგრის პერიოდს“ უწოდებენ. ამ პერიოდის სურათებია: „გოგონა შავში“, „ქოლგები“, „გოგონა ქოლგით“, „გოგონა მარაოთი“. ეს ტილოები დახატულია უფრო ცივად და მშვიდ ტონებში. რენუარი ამ სტილზე თანდათან გადადიოდა.

გოგონა ქოლგით, 1883
1883 წელს დიურან რუელმა რენუარს თავისი ოთახისთვის შეუკვეთა სამი დეკორატიული პანელი. ეს არის სამი დიდი ვერტიკალური ტილო, რომელზეც მოცეკვავე წყვილებია გამოსახული. პირველ სურათზე ნაჩვენებია რესტორანი ბუჟივალში, სადაც მამაკაცს ჩალის ქუდი ახურავს. ეს მხატვარი პოლ ლოტია, ხოლო ქალი — სიუზან ვალადონი. მეორე ტილოზე გამოსახულია ისევ პოლ ლოტი და რენუარის ცოლი — ალინა ვიქტორინა შარიგო. მესამე სურათზე კი მხატვარმა წარმოგვიდგინა წყვილი მეჯლისზე. ესენი არიან სიუზან ვალადონი და მხატვარი ეჟენ პიერ ლესტრინგი.
ამავე პერიოდში, მხატვარი მუშაობდა პოლ სეზანთან და ბერტა მორიზოსთან ერთად. რენუარი აღფრთოვანებული იყო მორიზოს შემოქმედებითა და პიროვნებით.
1892—95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვართა შორის პოპულარული იყო. აქ პოლ გოგენმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო რენუარიც.
რენუარების ოჯახი ხშირად სტუმრობდა ცოლის მშობლიურ ქალაქს, სადაც 1898 წელს იყიდეს სახლი. სწორედ ამ დროს რენუარს დაეწყო რევმატიული ართრიტის შეტევები.
1906 წელს მას გაუჩნდა მესამე ვაჟი, კლოდი, რომელსაც კოკოს ეძახდნენ. ის გახდა არაჩვეულებრივი ნატურა ოგიუსტის მრავალი სურათისთვის.
დროთა განმავლობაში, მხატვრის ავადმყოფობა უფრო პროგრესირდებოდა. უყავარჯნოდ გადაადგილება აღარ შეეძლო და ინვალიდის სავარძელში იჯდა. მას დამბლაც დაემართა. ამ პერიოდში ის ფუნჯს თვითონ ვერ იჭერდა, ამიტომ სხვისი დახმარებით, მოძრავ მოლბერტზე (სადაც ტილო ზევით-ქვევით მოძრაობდა) განაგრძობდა ხატვას.
ამ პერიოდში მან დაიწყო ქანდაკებების კეთებაც. ამისათვის მან „სხვისი ხელები გამოიყენა“. ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე, რიჩარდ გვინეო ძალიან დამჯერი და მონდომებული ასისტენტი აღმოჩნდა. ის რენუარის ჩანახატებს სამუშაოს დაწყებისათვის იყენებდა, ხოლო შემდეგ რენუარი კარნახობდა „ყოველ ნაბიჯს“.
ასე იქმნებოდა ქანდაკებები, რომელთაც არ შეხებია რენუარის ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მისი შემოქმედების შედევრია.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს მისი უფროსი შვილები, ჟანი და პიერი დაიჭრნენ. მათ დედა — ალინა შარიგო უვლიდა, რომელიც 1915 წელს გარდაიცვალა.
1919 წელს, რენუარი მისივე თხოვნით წაიყვანეს ლუვრში, რომ თავისი ტილო ძველ ოსტატთა ნამუშევართა შორის ეხილა. ამავე წლის 13 დეკემბერს პიერ ოგიუსტ რენუარი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ის მისი ცოლის გვერდზე, ესუაში დაკრძალეს.
ალფრედ სისლეი (ინგლ. Alfred Sisley; დ. 30 ოქტომბერი1839 — გ. 29 იანვარი1899) იყო ამერიკელი იმპრესიონისტი, რომელიც მოღვაწეობდა საფრანგეთში.
Alfred Sisley photo.jpg
ალფრედ სისლეი პარიზში, მდიდარი კონმერსანტის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლელი წარმოშობით ინგლისელები იყვნენ. მშობლებს სურდათ რომ ალფრედი ინგლისურ ენას სრულყოფილად დაუფლებოდა და მამამისის საქმიანობა შეესწავლა. 18 წლის სისლეი ინგლისში გაუშვეს. ის შექსპირისტერნერისა და კონსების შემოქმედებას უფრო დაეწაფა, ვიდრე კომერციას. ალფრედი 1862 წელს პარიზში დაბრუნდა და გლეის სასწავლებელში დაიწყო სწავლა, სადაც მონერენუარი და ბაზილი გაიცნო. 1863 წელს მეგობრებთან ერთად ის მიემგზავრება შაიოში სამუშაოდ. ხოლო 1866 წელს ის მარლოტში მუშაობს რენუართანერთად. ამავე წელს მისი სურათები სალონში მიიღეს. მაგრამ ამ სურათებს არც ზოლა ახსენებს და არც სხვა თანამდებობის ქომაგი, თითქოს ისინი არც გამოფენილა.

ბილიკი პატარა ქალაქის ახლობლად, 1864
1870 წელს მან დახატა სურათი „სენ-მარტენის არხი პარიზში“ ეს წინა იმპრესიონისტულინახატია, რომელიც გამოირჩევა თავისი ფერებით. ფერების ჰარმონია ბუნებრივი და წმინდაა.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) სისლეი, როგორც ინგლისის მოქალაქე,ლონდონში გადასახლდა, სადაც დაუკავშირდა ძურან რუელს, რომელმაც მისი სურათები გამოფინა. სწორედ 1873 წელს გამოითქვა პირველი კრიტიკული აზრი სისლეის შესახებ. მისი სურათები მონესა და პისაროს სურათებთან იყო შედარებული. ერთერთი კრიტიკოსის აზრით ამ სამ ხატვრიდან სისლეი „ყველაზე უფრო ჰარმონიული“ და ყველაზე უფრო „გაუბედავია“. ომის დროს სისლეის მამა გაკოტრდა და ლუკმა პურს იგი მხოლოდ ფერწერით შოულობდა. მას თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა მის გაჭირვებას. 1874 წლიდან ის მონაწილეობას იღებს „დამოუკიდებელთა“ (ასეც უწოდებდნენ იმ დროსიმპრესიონისტებს) პირველ გამოფენაში, სადაც 1877 წელს უკანასკნელად გამოფენს თავის ნამუშევრებს.

თოვლი ლუვენსიაში, 1874
იმპრესიონისტებს ხშირად იზიდავდა თოვლის ეფექტების ასახვა, რასაც წარმატებით ასრულებდნენ მონეპისარო და რენუარი. მაგრამ არაფერი შეედრება თოვლის ეფექტს სისლეის ტილოზე „თოვლი ლუვესიანში“ (1873 წ.) ალფრედ სისლეის ფერწერა 1872—1876 წლებში ძალიან უხვია და მაღალ დონეს აღწევს, შეიძლება ითქვას ეს პერიოდი მისი მხატვრობის წვერვალია.
1880 წლამდე სისლეი ცხოვრობდა და მუშაობდა ვერსალისა და ლუვსეინის გარეუბანში. მისი პეიზაჟების დიდი სერიის თემა გახდა 1876 წლის „წყალდიდობა პორტ მარლში“. სინათლის ლივლივი წყალზე, რომელსაც ყველაფერი დაუფარავს ირგვლივ იმპრესიონისტების ტიპიური მოტივი იყო. პარიზში ინახება ორი სურათი ამ სერიიდან.

1878 წელს სისლეის შთაბეჭდილება შეექმნა რომ საზოგადოება უკვე კეთილი თვალით უყურებდა მას, ამიტომ მან მიატოვაიმპრესიონისტების გამოფენები და სურათები გაგზავნა სალონში. მაგრამ მისი სურათები არ მიიღეს და ახლა იგი უფრო მარტო დარჩა, ვიდრე ოდესმე. ამას ერთვოდა მისი მატერიალური გაჭირვება.
პირველი სურათი რომელიც 1879 წელს სალონმა მიიღო არის „ფონტებლოს ტყის პირი“. ეს დიდი ზომის სურათია, მისი სიგრძე ორ მერტრზე მეტია. აღნიშნული სურათი „რეალისტულია“, მასში იგრძნობა კურბეს გავლენა, ერთგვარი სიმძიმე, მკაცრი და გულმოდგინე შესრულება, მუქი ტონები.

1880-იან წლებში სისლეი განიცდის კლოდ მონეს დიდი გავლენას. იგი იწყებს ქრომატიული (კაშკაშა) საღებავებით ხატვას, რაც მის კომპოზიციაში მყოფ საგნებს არამატერიალურის შეგრძნებას ანიჭებს.

წყალდიდობა პორტ მარლში , 1876
1880—1883 წლების პერიოდში მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, იმის წყალობით, რომ ძურან რუელმა რამდენიმე სურათი იყიდა მისგან და მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. მაგრამ სისლეი მის ამხანაგებზე ნაკლები მოწონება ხვდა წილად. ამასთან ძურან რუელი მის ნამუშევრებს უფრო და უფრო იშვიათად ყიდულობდა. მხატვარი ძალიან განიცდიდა თავის წარუმატებლობას და ზოგჯერ სრულ სასოწარკვეთილებამდეც მისულა.
1887 წელს კამილ პისარომ ასე შეაფასა სისლეის შემოქმედება: „იგი წინანდებულად ხელოვნური და ფაქიზია, მთლიანობაში კი ყალბია.“ 1890 წელს სისლეის ჯანმრთელობა შეირყა, მისთვის დიდი დარტყმა იყო მისი რეტროსპექტული გამოფენის წარუმატებლობა, სადაც კრიტიკამ დუმილით აუარა გვერდი გამოფენას. სისლეის მხარს უჭერდა რუანელი ფაბრიკანტი ფრანსუა დე კო. მისი ხელშეწყობით ის მიემგზავრება ინგლისში, სადაც ხატავს კლდოვან სანაპიროებს.
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სიკვდილამდე მხატვარი ცხოვრობს მორე სიულ ლუანში. ერთერთი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი, რომელიც ეწვია სისლეის მორეში წერდა: „სისლეი მაღალი კულტურისა და დიდი ღირსებების მქონეა, მაგრამ ძალიან სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.“ მხატვარი მორჩილად იყო შეგუებული, რომ მის სიცოცხლეში დიდების სხივი ვერ გააბრწყინებდა მის შემოქმედებას. გამოფენიდან ერთი წლის შემდეგ სისლეის ყელის კიბო აღმოაჩნდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მონე დაიბარა, რომ გამოსთხოვოდა მას. ხოლო რვა დღის შემდეგ 1893 წლის 19 იანვარს ის გარდაიცვალა.
ედუარ მანე (ფრანგ. Édouard Manet); (დ. 23 იანვარი1832პარიზი — გ. 30 აპრილი1883, იქვე) — ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო; მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის.
Édouard Manet-crop.jpg
ედუარდ მანე დაიბადა ცნობილი ჩინოვნიკის ოჯახში. ის ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, თუმცა მამამისი ოცნებობდა მის იურიდიულ კარიერაზე. 1848 წელს მან გაიარა სამხედრო სამსახური ფლოტში, ერთი წლის შემდეგ იგი ჩაიჭრა გამოცდაზე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, და მხოლოდ მაშინ მიიღო მან მშობლებისგან თანხმობა სერიოზულად შეესწავლა ფერწერა. ხელოვნების სკოლაში ის სწავლობდა 6 წელიწადს, თომას კუტურეს (ფრანგ. Thomas Couture) სახელოსნოში. მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა მის ადრეულ შემოქმედებაზე. ამ პერიოდში მანე ეძებდა აღიარებას ოფიციალურ სალონში, მაგრამ ის უეცრად აღმოჩნდა პარიზელ ავანგარდისტების გმირად.
მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში“ (იგივე „წახემსება მინდორზე“) გამოფენილ იყო „განკიცხულთა სალონში“. ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მიღებული ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, 1863 წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიურილიის ბაღში“ (1862) აღშფოთებულმა ბურჟუაზიამ კინაღამ გაანადგურა ხელ-ჯოხებითა და ქოლგებით. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე დაგმეს მანეს მეორე ტილოც „ქუჩის მომღერალი ქალი“, რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.
მალე მხატვარი შეუდგა ახალ ტილოზე მუშაობას და მას „ოლიმპია“ უწოდა, სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ „კუნძულთა ასული“.
მანეს ცხოვრებაში ეს წელი (1863), გარდა აურზაურებისა, მისი ბედნიერებითაც აღინიშნა. 1863 წლის 28 ოქტომბერს მან ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზალტ-ბოლმელდში სუზანა ლენხოპი მოიყვანა ცოლად. სუზანა ლენხოპი ედუარდ მონესა და მის ძმა ეჟენს ასწავლიდა მუსიკას. სუზანასა და ედუარდს ეყოლათ ვაჟი ლეონ-ედუარდ კოელა.
ამავე წელს მანემ ოფიციალურ სალონში გამოფინა ტილო „გარდაცვლილი ქრისტე ანგელოზებით“ და „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“. სამწუხაროდ ედუარდ მანეს ეს ტილოებიც მწარედ გააკრიტიკეს, განრისხებულმა მხატვარმა თავის ხელებით გაანადგურა „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“, შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტი „მკვდარი ტორერო“. 1865 წელს მისი ცოლი, სუზანასა და მხატვარ ბოდლერის დაჟინებული თხოვნით მანემ სალონში გამოფინა თავისი „ოლიმპია“. სალონის მესვეურებმა „ოლომპია“ რაც შეიძლება მაღლა დაკიდეს, რათა მას გასანადგურებლად ვერ მისწვდომოდნენ. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარმა სალონურ მაყურებელს წარუდგინა დაბალი წრიდან გამოსული ქალიშვილი, თანაც ჯორჯონეს „მძინარე ვენერადან“ და ტიციანის (იტალ. Tiziano Vecellio„ვენერა ურბინელიდან“ ნასესხები და ახალი შინაარსით შევსებული კომპოზიციით.
1866 წლიდან ედუარდ მანე რეგულარულად ეწვევა გებუას კაფეს ე. წ. „ბატილიონების კაფეს“, სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს „მანეს ბანდას“ უწოდებდა. ხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი „ბატილიონის სკოლა“ (იგივე „სახელოსნო ბატილიონში“). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი პეიზაჟი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში, (მაგ.:"ქალი სენის სანაპიროზე", „არჟანტე“, „ნავში“, „ბაღში“)მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე ამჯობინებდა მუშაობას. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ქმნის ყვავილების მრავალფეროვან სერიას.
სალონის ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში. 1876 წელს მან სალონში გამოფინა კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი და დაიმსახურა სალონის მეორე ხარისხის მედალი. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფინებული მანეს მეორე სურათს „ლომებზე მონადირის პორტრეტს“ მიანიჭა ეს ჯილდო.
აღსანიშნავია ედუარდ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟესი“(1881-82). ეს სურათი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო 1882 წელს, როცა ის დააჯილდოვეს დამსახურებული ლეგიონის ორდერით (საფრანგეთის მთავარი ჯილდო).
ედუარდ მანეს აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა, ხოლო „ოლიმპია“, მანეს ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლურმა.
კლოდ მონე (ფრანგ. Claude Monet), ასევე ცნობილი როგორც ოსკარ-კლოდ მონე ან კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი,1840, — გ. 5 დეკემბერი1926) — ფრანგული იმპრესიონისტული ფეწერის დამფუძნებელი.ტერმინი „იმპრესიონიზმი“(იმპრესიონ ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ (ფრანგ. „Impression, soleil levant“).
Claude Monet 1899 Nadar.jpg
მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერსპარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.
ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობინა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდენმა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწუმნა ამასში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლელი. ბოლოს მონემ დაჯინებული თხოვნით დაითანხმა მშობლელი და მათ ის ცოტახნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად, გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მწირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.
1860 წელს მონემ ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა. მსახურობის პერიოდში ის აკეთებდა პატარა ჩანახატებს. ხოლო სამხედრო მსახურობის მოხდის თანავე ის იწყებს პლენერზე, ბუდენის წრის მხატვრებთან ერთად, მუშაობას.
1862 წელს ბუდენის სარეკომენდაციო წერილის წყალობით მონე სუისის აკადემიაში მოეწყო. იქ მან გაიცნო კამილ პისარო დაპოლ სეზანი. პისარო და მონე დაუკავშირდნენ მხატვართა და მწერალთა თავშეყრის ადგილებს, სისტემატიურად დადიოდნენლუვრში, სამატვრო გალერეაში.

საუზმე მდელოზე (მარჯვენა ნაწილი), 1865—1866
ამავე 1862 წელს მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდაფრედერიკ ბაზილსოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ. 1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეწუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე“. ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაჰყო.

ქალი მწვანეში, 1866
1866 წელს სალონში მონემ წარადგინა პორტრეტი „ქალი მწვანეში“ (იგივე „კამილა“), სადაც მონეს მომავალი მეუღლე, კამილა დონისე იყო გამოსახული. ეს სურათი სალონმა მიიღო და მისი სახელი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაბედული ხასიათი მიეღო მის ცდებს. მან შექმნა ექსპერიმენტული ხასიათის „სერიები“ ანუ ერთი და იმავე მოტივების უამრავი ფერწერული ვარიაცები.
საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) მონე ცხოვრობს ლონდონში. აქ მან გაიცნო სურათებით მოვაჭრე და დიდი ავტორიტეტი ხელოვნებაში პოლ დურან-რიუელი. მან გადაწყვიტა რამდენიმე ფრანგი ფერმწერის ნიმუშებით დაენტერესებინა ლონდონელები. ამას წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით ტილო რომელზედაც ტემზისა და პარლამენტის შენობა იყო აღწერილი და მონეს ეკუვნოდა აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცა და ნისლი მეწამურ-ვარდისფერი არ არსებობს და სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩნენ სახტად, როდესაც გამოფენის შემდგომ ნისლიც და ცაც ზუსტად ისეთივე მეწამურ-ვარდისფერი იყო, როგორც მონეს სურათზე. ამის შემდეგ მონეს „ლონდონული ნისლის შემქმნელიც“ კი უწოდეს.
პარიზში დაბრუნების შემდეგ მონე დაუმეგობრდა ედუარდ მანეს. მონეს ძალიან უყვარდა გებუას კაფე, რომელსაც „მანეს აკადემიასაც“ უწოდებდნენ.
1874 წლის 15 აპრილის ცნობილ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლულ ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს. (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება)

მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება,1872—1873
ამ პერიოდში მან შექმნა ისეთი შდევრები როგორიცაა: „სენ ლაზარის სადგური“ (ამ სადგურის მთელი სერიები) და „მონტეგრეის ქუჩა“. რაც უფრო მკვეთრად ვლინდებოდა მისი ნოვატორული თვისებები, მით უფრო გარკვეულად მიემართებოდა მისი გზა ოფიციალური სალონიდან განკიცხულთა სალონისკენ. სალონმა უარყო მონეს მიერ შექმნილი ტილო „ქალები ბაღში“. ამ პერიოდში მონეს სურათები თითქმის არ იყიდებოდა, სიდუღჭირის გამო მხატვარი მიდის იქ სადაც იოლია ცხოვრება: არჟანში (1873—1878 წწ.), ვეტეიში (1879—1881 წწ.) და შემდეგ პუაში (1882 წ.). ამ პერიოდში მძიმედ დაავადდა მისი ცოლი კამილა. სიდუღჭირის გამო მოუკვდათ მეორე შვილიც. დანარჩენ შვილებზე ზრუნვა ხელში აიღო ალისა გოშედემ, რომლის სახლშიც ჰქონდა დაქირავებული ბინა მონეს. შემდგომში ალისა მონემ ცოლად მოიყვანა.
1883 წლიდან მონე ცხოვრობს ჟივერნში. მიუხედავად გაჭირვებისა (რომლის გამო მან თვითმკვლელობაც კი სცადა), მისი მეგობრების დახმარებით, ის მაინც ახერხებს მოგზაურობას საფრანგეთშიც და საზღვარგარეთაც: ჰოლანდიანორვეგიაინგლისივენეცია.
1880-იანი წლების ბოლოს მონეს სურათებმა კვლავ მიიპყრეს საზოგადოებისა და კრიტიკოსების ყურადღება. აღიარებამ, მხატვარს მოუტანა ეკონომიკური უზრუნველყოფა. ის აშენებს სახლს და სახელოსნოს ჟივერნში, და ასევე შესანიშნავ ბაღს ხელოვნური გუბირებით. ამ პერიოდში მონე ქმნის პეიზაჟების მთელ სერიას, სადაც ამუშავებს სინათლის ეფექტებს. 1890 წელს ის ქმნის სერიას „თივის ზვინები“, „რუანის ტაძრის ხედები“. მან 14 დეკორატიული პანი შექმნა, რომელიც მიუძღვნა თავის გუბურებს.
მზის მაღმერთებელ მონეს სიცოცხლის მიწურულს კატარაქტა დაემართა და თითქმის ვერ ხედავდა. დიდი თხოვნის შედეგად მას ოპერაცია გაუკეთეს. მონეს ფუნჯი არ გაუგდია ხელიდან არც მძიმე მოხუცებულობაში. მისთვის სიცოცხლე არ არსებობდა შრომის გარეშე. 1926 წლის 6 დეკემბერს 86 წლის კლოდ ოსკარ მონე გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ჟივერნში.
    ჟან ფრედერიკ ბაზილი (ფრანგ. Jean Frédéric Bazille, დ. 6 დეკემბერი1841 — გ. 28 ნოემბერი1870) იყო ფრანგიიმპრესიონისტი.
Frédéric Bazille 004.jpg
ფრედერიკ ბაზილი დაიბადა შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და მან გადაწყვიდა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთანალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე“. ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზირებული ჰოსპიტალი“.
ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა. სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ.
ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პრუსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.

No comments:

Post a Comment