ვინსენტ ვან გოგი

“მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშიერებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, ვან გოგიგანსაკუთრებით კი იმ პერიოდში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ.”
ვინსტენ ვან გოგი
ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს. მან მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წელი იცოცხლა. ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, სანამ ფსიქიკურად დაავადდებოდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დღეს ვან გოგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად მიიჩნევა.
მას გასაოცარი უნარი ჰქონდა, თავისი ხედვით შექმნილი ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.
გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპოზიციების მეშვეობით მან შეძლო გარე სამყაროს მისეული მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისთვის გაეზიარებინა.
ვან გოგი 1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში. 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით განმსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (“გლეხის ქალი”, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო, “კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ვან გოგი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის – დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას. პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა (“ხიდი სენაზე”, 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
ვან გოგის მხატვრობა
ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას და დიდ დროს უთმობდა სმას. მან იაპონური გრავიურა შეისწავლა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ხელოვნების სრულყოფა უფრო მშვიდ გარემოში უნდა ეცადა. ამ მიზნით 1888 წელს ვან გოგი გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში – არლში, რომელიც მარსელის ახლოს მდებარეობს.
მალე ვანგოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”. ეს გახლდათ ადგილი, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა სწორედ აქ შეიქმნა. ხშირად ღამით საღებავებითა და მოლბერტით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში.
ვან გოგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია, გაწევრიანებულიყო ამ საზოგადოებაში. 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა მართლაც ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მალევე მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის შედეგად ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, ამპარტავანი პიროვნება იყო. ვინსენტს კი, პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად.
მათი უთანხმოება ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.
ამ ინციდენტის შემდეგ ვან გოგმა გაიაზრა, რომ სრულ სიგიჟემდე ცოტაღა აკლდა და თავისივე ნებით სენ-რემის შეშლილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. მკურნალობის პერიოდში მან 200-მდე ნამუშევარი შექმნა. ხალხმა იგი შეშლილად აღიარა და საქვეყნოდ დასცინოდნენ, რასაც მან ვეღარ გაუძლო და 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრდილო – დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ- სურ-უაზში. აქ ვან გოგმა პატარა კაფის თავზე იქირავა ოთახები და დღედაღამ მუშაობდა. შექმნა უამრავი ნახატი და მათ შორის ერთ-ერთი შედევრი “ოვერ-სიურ-უაზის ეკლესია”. მან თავის ექიმთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ფსიქიკური პრობლემები მაინც აწუხებდა. ივლისში პურის ყანები დახატა. “ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა.” კვლავ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო, 1890 წლის 27 ივლისს კვირა დღეს ქალაქგარეთ გაემგზავრა და შუაგულ მინდორში ვან გოგმა გულში დაიხალა ტყვია. დაჭრილმა ვინსენტმა სასტუმროში დაბრუნება მოახერხა. 1890 წლის 29 ივლისს ღამის პირველ საათზე ვინსენტ ვან გოგი გარდაიცვალა.
მზესუმზირებივანგოგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შედევრს “მზესუმზირები” წარმოადგენს. ვინსენტს ყვითელი ფერი განსაკუთრებით უყვარდა, რომელსაც ჭარბად იყენებს თავის ცნობილ “მზესუმზირებში”.
“მზესუმზირები” – ვინსენტ ვან გოგის ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავლილებს. მეორე სერია დაიხატა ერთი წლის შემდეგ ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მზესუმზირის თაიგულებს ლარნაკში. ორი პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის მეგობარმა – პოლ გოგენმა. “ჩემში არის ცოტა მზესუმზირა,”- ამბობდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა ამ ნაყოფიერ ყვავილებს. მისთვის მზესუმზირას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ყვითელი ფერი მეგობრობასა და იმედს ასახიერებდა, გაშლილი ყვავილი კი მადლიერების სიმბოლოდ მიაჩნდა.
ვან გოგმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნახატი, ისიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 1890 წელს გაყიდა სულ რაღაც 400 ფრანკად. ეს იყო “წითელი ვენახები არლში”. დღეს ვან გოგის ტილოები ფასდაუდებელია.
ნამუშევრები:
  
     

გამოყენებული ლიტერატურა: http://www.ambioni.ge/vinsent-nav-gogi-van-gogh

No comments:

Post a Comment