რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა

ბავშვი საღებავშვი დასვრილი ხელებითადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ქმნიან ხელოვნებას: პირადი გრძნობების გამოხატვის, გამოფენების ან შემოსავლის გამო. მაგრამ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი მასწავლებლის ყურადრება მიმართულია ძირითადად წერა-კითხვისა და მათემატიკისკენ? ცხადია, რომ ხელოვნების  სწავლა  ეხმარება ბავშვებს დამალული უნარებისა და ნიჭის განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზები იმისათვის, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა: ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული. ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია. ამზადებს ბავშვს მომავლისთვის:  შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში; ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები. ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან. ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’ აგრეთვე, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ სხვა ადამიანებთან, როცა ისინი აჩვენებენ ნახატებს მათ. ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას. ფანტაზია კი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ბავშვის განვითარებაში: 
1. შემეცნებით-ინტელექტუალურს, დაკავშირებულია გარემოზე ახალი  ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან; 

2. დაცვითს, ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში. ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად განვითარებული ბავშვებისთვის. ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხატვა. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვა ბავშვის ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.   
ბავშვი ხატავსროდესაც ბავშვი ხატავს: თუ დავაკვირდებით ხატვის პროცესს, მივხვდებით თუ როგორ უვითარებს ბავშვს ხატვა ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ უნარებს. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ბავშები ხატავენ და უყვართ ხატვა, რადგან სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები და გახდნენ თვითდაჯერებულნი, ისე როგორც ხატვა.

ხელოვნების თერაპია ბავშვებისათვის


ხელოვნების თერაპიას შეუძლია ბავშვებს საშუალება მისცეს უფრო მარტივი გზით გამოხატონ საკუთარი თავი, რადგანაც ბავშვები თავისთავად არტისტულები და შემოქმედებითები არიან. პატარა ბავშვი უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს თავდაპირველად ფანქრებისა და ფლომასტერებით ხატვისას. მაგალითად, როდესაც იგი საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს  სიტყვებით ვერ გამოხატავს.  
კითხვა/პასუხის მსგავსი დიალოგი რთულად დასაძლევი და შემაშინებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ უნდა სცადონ და გამოხატონ საკუთარი აზრები შეზღუდული სიტყვათა მარაგით. ამის გამო ხელოვნების თერაპია ბავშვებისათვის შესაძლოა ბევრად უფრო მარტივი გადაწყვეტა იყოს კომუნიკაციისათვის საუბრის წარმართვასა და სხვადასხვა საგნებზე ლაპარაკთან შედარებით. ეს განსაკუთრებით ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას, მაშინ როდესაც საქმე ბავშვებსა და ტრავმატულ მოვლენებს ეხება.
თუ ბავშვი რაიმე ტრაგიკულ მოვლენას განიცდის, ჩვეულებრივ ეს მოვლენა მის ქვეცნობიერში ილექება, და შემდეგ ის გავლენას ახდენს ბავშვზე მომავალში. ამგვარ მოვლენებზე საუბარი მარტივი არ არის ბავშვებისათვის, განსაკუთრებით როდესაც ადგილი აქვს ღრმად ფესვგამდგარ ემოციონალურ საკითხებს. ხელოვნების თერაპიის საშუალებით ბავშვებს ზედაპირზე ამოაქვთ ეს დათრგუნული ემოციები, იმგვარად, რომ ხელოვნების თერაპევტს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს ბავშვის ამა თუ იმ ემოციუნალური პრობლემის მოგვარებაზე.
ხელოვნების თერაპია და ბავშვები  - ეს ორი კონცეფცია შესაძლოა მრავალმხრივ გაერთიანებულ იქნას:
  • ხელოვნების თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებში;
  • ხელოვნების თერაპია ეხმარება ბავშვებს ოჯახის წევრის - დედის, მამის ან და-ძმის დაკარგვის, გარდაცვალების შემთხვევაში;
  • ხელოვნების თერაპია ოჯახის მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის;
  • ხელოვნების თერაპია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის;
  • ხელოვნების თერაპია ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისათვის;
  • ხელოვნების თერაპია ეხმარება ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში;
  • ხელოვნების თერაპია ეხმარება სექსუალურ ძალადობა განცდილ ბავშვებს;
  • ხელოვნების თერაპია გამოიყენება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებში;
  • ხელოვნების თერაპია გამოიყნება ბავშვებში შიზოფრენიის მკუნალობისას;
ეს მხოლოდ რამდენიმე ასპექტია, რაშიც ხელოვნების თერაპია ეხმარება ბავშვებს. იგი ასევე ხელს უწყობს ბავშვის საკუთარ თავში გათვითცნობიერებას, სტრესისა და დაძაბულობის დაძლევას. ხელოვნების თერაპია ფართოდ გამოიყენება დასწავლის პრობლემების, აუტიზმისა და ბავშვთა სხვა  დაავადებების მკურნალობისას;
ხელოვნების თერპიის საშუალებით ბავშვები იღებენ თერაპიას, რომელიც ეფუძნება მათ არსებულ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ინტერესებსა და პრობლემებს. იგი ნებისმიერი ასაკისა და რასის მქონე ბავშვს შეიძლება დაეხმაროს.
მშობლებს ხშირად უკვირთ, თუ რამხელა ღირებულება აქვს მათი ბავშვის მიერ თუნდაც დაჯღაბნულ ქაღალდს. საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით ძალიან ძლიერი და უსაფრთხო საშუალებაა, რომლითაც ბავშვი საკუთარ გრძნობებსა და აზრებს გამოხატავს მის  პრობლემასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში კეთილგონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა გაწვრთნილი ხელოვნების თერაპევტის მოძიება, თქვენ როგორც მშობლებმა სახლში ბავშვთან თამაშისას შეგიძლიათ ხელოვნების თერაპია მისი ნაწილი გახადოთ და ისეთივე ეფექტურობით იმუშაოთ ბავშვთან, როგორც ამას პროფესიონალი თერაპევტი გააკეთებდა.
1. რა მასალები დამჭირდება ბავშვთან მუშაობისას?
მასალების შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ბავშვის განვითარების ეტაპი. თქვენ უკვე გააზრებული გაქვთ, რომ თქვენი ბავშვის ფიზიკური შეზღუდვა, ყოველთვის არ შეესაბამება მისი განვითარების დონეს. მაგალითად, თუ თქვენი სკოლის ასაკის ბავშვს უჭირს საგნების ხელში ჭერა, მაინც შესთავაზეთ მას შედარებით მისი ასაკისათვის შესაფერი მასალა, ვიდრე პატარა ასაკის ბავშვს შესთავაზებდით - დიდი ზეთის პასტელები ისეთივე იოლი დასაჭერია ხელში, როგორც მაგალითად ფლომასტერები, მაგრამ მას თავს დიდად აგრძნობინებს და არ შეურაცხყოფს მის გრძნობებს.  
2. როგორ უნდა ვუპასუხოთ ბავშვის შესრულებულ ნამუშევარზე?
როდესაც ბავშვი მის ნამუშევარს გაჩვენებთ იგი ამით გაგრძნობინებთ, რომ საკმარისად გენდობათ იმისათვის, რომ მის სულიერ სამყაროში შემოგიშვათ. ბავშვები მათი შინაგანი სამყაროს მბრძანებლები არიან. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ და სიტყვიერად აღწეროთ მათი შინაგანი გამოცდილება. თქვენ უნდა სიტყვებში ასახოთ რასაც ხედავთ, არა კრიტიკული და მეგობრული ტონით: „შეხედე მწვანე ხე დაგიხატავს! ეს პატარა გოგონა მოწყენილი ჩანს.“ ობიექტურობით თქვენ ბავშვს მეტ კომფორტულობას შესძენთ და წაახალისებთ მას, რომ მეტი გაგიზიაროთ.
3. რა ვიღონოთ თუ ბავშვი უსიამოვნო გამოსახულებებს ხატავს?
ხშირად მშობლებსა და მასწავლებლებს აწუხებთ ნეგატიური ემოციების  გამოხატვა ბავშვის ნამუშევრებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არა სასიამოვნოა და მნახველისათვის შესაძლოა საგანგაშოც იყოს, ეს სუბლიმაციის ერთგვარი ფორმაა და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია. თუ თქვენი ბავშვი მის ნეგატიურ ემოციებს თავის ნამუშევრებში გამოსახავს თქვენ შესაძლოა გამოხატოთ მოწონება, რომ ბავშვი სურათებსა და ხელოვნებას იყენებს, როგორც ემოციების უსაფრთხო კონტეინერს. შეახსენეთ ბავშვს, რომ ნებისმიერი ემოცია ნორამლურია თუ მას სხვებისთვის და ჩვენთვის არა საზიანო და უსაფრთხო გზით გამოვხატავთ.  
4. რა არის სუბლიმიაცია და რატომ არის იგი ასეთი მნიშვნელოვანი?
სუბლიმიაცია არის რთული ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ადამიანები გარდაქმნიან სოციაურად მიუღებელ იმპულსებს უფრო მისაღებ ქცევად. სოციალურად შეუფერებელი სურვილები შეიძლება წარმოდგენილ იქნას სიმბოლურად - მაგ. თქვენს ბიჭს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა, რომ დრაკონმა ცეცხლი აფრქვიოს მის დაზე, მაგრამ მისი სურათი, რომელიც ამას ასახავს შესაძლოა გამოხატავს კონტროლისა და ძალაუფლების სურვილს, რაც  და-ძმური მეტოქეობის ბუნებრივი ნაწილია. დაიხსომეთ, რომ ხშირად ბავშვები თავიანთ არასრულფასოვნებისა და უსუსურობის შეგრძნების კომპენსირებას მოახდენენ ისეთი ნამუშევრების შექმნით, რომელიც მათი შინაგანი გამოცდილების საპირისპიროა. მაგალითად, ბავშვი, რომელიც მის თანატოლებზე ფიზიკურად სუსტია დახატავს ძლევამოსილ გმირებს. თუ ძალადობის შემცველი ნახატები თქვენი ბავშვისთვის დამახასიათებელია და იგი ძალადობის სხვა სიმპოტომებს ამჟღავნებს რეკომენდებულია დაიხმაროთ ამ საქმეში გამოცდილი პროფესიონალები.
5.  დასვით კითხვები დიალოგის შესაქმნელად.
 თავი აარიდეთ ზედმეტად ბევრ კითხვებს ბავშვის ნახატთან/ნამუშევართად დაკავშირებით. კითხვები თავისებურად ერთგვარი ბრძანებებია რადგანაც ისინი მოითხოვენ პასუხს და შესაძლოა ბავშვმა ისინი თქვენი მხრიდან  მხარდაჭერის ნაკლებობად აღიქვას. სულ მცირე 5-10 წამი დაელოდეთ პასუხის მიღებას ბავშვისგან, მანამ სანამ სხვა შეკითხვას დაუსვამთ.
6. და ბოლოს... იმხიარულეთ!

ბავშვთან ერთად ხელოვნებით დაკავება თქვენი უერთიერთობის გამყარების შესანიშნავი საშუალებაა.  ზედმეტად ყურადღება არ გაამახვილოთ საბოლოო პროდუქტზე, მოეშვით და იმხიარულეთ. თავად შემოქმედებითი პროცესი საშუალებას მისცემს ბავშვს უასფრთხოდ შეისწავლოს საკუთარი საზღვრები და მიაღწიოს მის სრულ პოტენციალს.


გამოყენებული ლიტერატურა: ლინკილინკი

No comments:

Post a Comment