იაპონური ფერწერა

იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც მთელი იაპონური კულტურა. დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა შეიძლება უბრალო ნახატი ეგონოს, მაგრამ თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად!
იაპონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე, კერძოდ, ჩინურ, კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში, ედოს ეპოქაში, იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა, სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა – ემაკიმონო, მარუიამა, ნამბანი, უკიოე, იტოო და ა.შ.
უკიოე (ukiyoe art) - მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად. მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა: ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება, ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულებად. ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება).
iaponuriუკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები: ლამაზი ქალები, ცნობილი გეიშები და კურტიზანები, კაბუკის თეატრის მსახიობები და სხვა. მხატვრობის სტილი განსაკუთრებულია, წყლის საღებავით შესრულება და დახვეწილი ფერები.
უკიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე, თავდაპირველად ეს იყო არა გრავიურა არამედ ფერწერით შესრულებული ანონიმური და მონოქრომიული (ერთ გამოსახულებიანი) ნამუშევრები. მარტივი კომპოზიციით და ხელმისაწვდომი. ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღბას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ ”სწრაფად დამზადებული’’. მთავარი თემა გახლდათ ე.წ აბანოს გოგონების, კურტიზანების, გეიშების გამოსახულებები.
ამ სტილში რევულუციური გარდაქმნა გამოიწვია მხატვარ – სუძუკი ჰარუნობუ / Suzuki Harunobu-ს (1725 -1770) ნამუშევრებმა, რომელმაც 1764 წელს პირველად გამოიყენა ამ სტილში ფერადი ბეჭდვა. (ნისიკიე) 1770 წელს ახალი აღმავლობა განიცადა სტილმა იაკუსა ანუ ახლა უკვე შეიძლებოდა ამოგეცნო ტანსაცმლის და რეგალიების მეშვეობით გამოსახული პიროვნება.
უკიოეს ოქროს ხანად ითვლება მე-18 -19 საუკუნის წლები როდესაც იქმნებოდა ისეთი გიგანტი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც იყვნენ:
ტორი კიონაგა / Torii Kiyonaga (1752-1815), კიტაგავა უტამარო/ kitagawa utamaro (1753-1806), ტოსუსაი სარაკუ/ Toshusai Sharaku (1770 -1825), ტიობუნსაი ეიში (1756-1815), კუბო სიუნმანი / Kubo Shunman (1757-1820), კაცუკავა სუიტე, კაცუშიკა ჰოკუსაი / Katsushika Hokusai (1760-1849) და ა.შ. შემდგომში პეიზაჟი ხდება ამ სტილის გამოსახულების საყვარელი თემა.
iaponuriამ სტილში განუმეორებელი იყო და დღემდე რჩება კაცუშიკა ჰოკუსაი, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს აჩუქა მანგას სურათები. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი კრებული ”ფუჯისანი -ს 36 სახე” და ყველაზე ცნობილი იაპონური ნახატი ”კანაგავას დიდი ტალღები /The Great Wave Off Kanagawa”. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ეს ჟანრი იაპონიაში დაბალი დონის ჟანრად ითვლებოდა, რის გამოც ამ ციკლის უამრავი ნამუშევრები უბრალოდ დაკარგულია. საინტერეო ფაქტია, რომ იაპონელები ამ ჟანრით დაინტერესდნენ მას შემდეგ რაც უცხოელებმა დაიწყეს ნამუშევრების ყიდვა და მისი შეგროვება.
დღესდღეობით თამნამედროვე იაპონიური ფერწერა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ტრადიციული – ნიჰონგა და დასავლური - იოგა. ნიჰონგააას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით – ტილოზე. არის , აგრეთევ შორეული მიმდინარეობები , რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.
ნიჰონგას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით – ტილოზე. არის, აგრეთევ შორეული მიმდინარეობები, რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.


გამოყენებული ლიტერატურა : https://iaponia.wordpress.com

No comments:

Post a Comment