ხელოვნება

ხელოვნება, ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა.ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

ხელოვნების დარგებია:
  • არქიტექტურა
  • გრაფიკა
  • დეკორატიული ხელოვნება
  • თეატრი
  • კინოხელოვნება
  • ლიტერატურა
  • მუსიკა
  • სკულპტურა
  • ფერწერა
  • ფოტოგრაფია
  • ქორეოგრაფია

არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარებაურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

გრაფიკა — გამოსახულების შექმნა სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით. ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი, ნახშირი, პასტელი და მარკერები. თანამედროვე გრაფიკაში ასევე გამოიყენება ციფრული მედია და ხელსაწყოები მსგავსი ეფექტის მისაღებად. გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვაჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.


დეკორაციული ხელოვნება ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა,ხაზვაფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.

ტერმინი თეატრი (ბერძნულად θέατρον (theatron) – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთშიჩინეთშიიაპონიაშიინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.
თეატრის ძველი ქართული სახელწოდებაა სახილველი.


კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.


ლიტერატურა (ლათ. littera — „ანბანის ასო“) ეტიმოლოგიურად ბერძნულიდან არის "ვწერ" — ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით — მხატვრული ლიტერატურა,ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი წერილობითი ფორმა მიიღო. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.



მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.                                                                                                                                                                                                                                    მუსიკალური ნოტები
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონიაჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.



ქანდაკებასკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.
სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებოსიმბოლურიალეგორიული გამოსახულება,ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო  გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება(გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.
განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტიბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლებიმონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.
სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონიქვათიხახეგიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება,გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრაგამოთლა და სხვა.
იტალიური რენესანსის დროიდან მოყოლებული მოქანდაკეები ქმნიდნენ რეალური საგნების, რეალური სამყაროს მეტ–ნაკლებად ზუსტ გამოსახულებებს. სკულპტურა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა თვითგამოხატვის საშუალებას. ეს იყო სახალხო ხელოვნება რომელიც შენობებს,სხვადასხვა დაწესებულებებს დეკორს უკეთებდა. სკულპტურა გამოიყენებოდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის, დღესასწაულის თუ პიროვნების უკვდავსაყოფად.

ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების დარგი. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც იქმნება რაიმე მაგარი საგნის ზედაპირზე საღებავებით. როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ფერწერა იდეოლოგიური და შემეცნებით სფეროს ემსახურება, ქმნის საგნობრივ-ესთეტიკურ ღირებულება. იგი ადამიანის შრომის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ფორმაა. ფერწერა ასახავს ამა თუ იმ იდეოლოგიურ კონცეფციას, ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გრძნობებსა და აზრებზე, აიძულებს მას განიცადოს მხატვრის მიერ ასახული სინამდვილე. მრავალი ფერწერული ნაწარმოები დოკუმენტურ-საინფორმაციო ღირებულებისაა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერაყოფითი ფერწერაბატალური ფერწერაანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.

ფოტოგრაფია (ფრანგ. photographieძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφω (გრაფის) — სტილუსი, ფუნჯი ანძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — გამოსახვა ხაზების მეშვეობით ან ხაზვა; სინათლით ხატვის ტექნიკა) — ფოტოკამერაში გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე ნივთიერებაზე ან შუქმგრძნობიარე მატრიცაზე.
ფოტოგრაფიის პროდუქტს ფოტონეგატივი ან ფოტო წარმოადგენს, რომელიც მიიღება ექსპოზიციის პერიოდში საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებულისინათლის სხივის ზემოქმედებით შუქმგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორზე, როგორც წესი ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით.
ნებისმიერი ფოტოგადაღება დაკავშირებულია სინათლის სხივთან, იქნება ეს ფოტოგრაფილული ლინზის გამოყენებით მიღებული თუ ლინზის გარეშე. ფოტოგრაფია დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ დახურულ სივრცეში ორ საპირისპირო ზედაპირს შორის თუ ერთერთზე გაიხსნებოდა სარქველი, მაშინ გარედან შემოსული სინათლე, საპირისპირო ზედაპირზე გამოსახავდა გარედან შემოსული გამოსახულების ამოტრიალებულ მაგრამ ზუსტად იგივე გამოსახულებას. შემდგომ, ადამიანმა ისწავლა ამ ტექნიკის მოთოკვა და დაიწყო მისი გამოყენება ჯერ დიდ ოთახებში ხოლო შემდგომ მოახდინა მისი მცირე ყუთამდე დაყვანა. ასე გაჩნდა პირველი ფოტოკამერა რომელსაც კამერა ობსკურა დაერქვა. ფოტოგრაფიული ლინზის გარეშე ფოტოგადაღებას მოყვარული ფოტოგაფები დღესაც მისდევენ და ის პინჰოლის (Pinhole) სახელითაა ცნობილი.

ქორეოგრაფია (ბერძნ. choreia – ცეკვა და ...გრაფია) — ცეკვის ხელოვნება. მისი პირვანდელი მნიშვნელობა იყო ჩანაწერი ცეკვის შესახებ, შემდეგ –— ცეკვის, ბალეტის შექმნის ხელოვნება, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე მნიშვნელობით იხმარება. ქორეოგრაფიის, ცეკვის ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებას ქორეოლოგიასუწოდებენ.


გამოყენებული ლიტერატურა: https://ka.wikipedia.org/wiki/ხელოვნება

No comments:

Post a Comment