სადამრიგებლო პროგრამა (2017-2018)

სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის   მუნიციპალიტეტის სოფელ                              ზეღდულეთის   საჯარო სკოლა   2017-2018 სასწ.
 კლასი-VIII
კლასის დამრიგებელი: დარეჯან ჯავახიშვილი
                                            კლასის დახასიათება
VIII  კლასში ირიცხება 16 მოსწავლე. 6  გოგონა და 10 ვაჟი.
კლასი გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ „კინგის“ და „სმარტის“ ოლიმპიადებში კერძოდ, ქართულში, ინგლისურში და მათემატიკაში, სადაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.


                     VIII  კლასის ხელმძღვანელის  სამუშაო
  დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
  შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
 აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
 შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (პროექტები, ინტელექტუალური თამაშები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

             სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

                       2017-2018 სასწავლო წლის მიმართულებები
  1.  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
 2.  მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
    3.  სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი                                                 პასუხისმგებლობის, სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება


                                 საორგანიზაციო საკითხები


შესასრულებელი საკითხები
აქტივობა და მიზნები
   დრო
1.
კლასის კონტიგენტის დაზუსტება, ჟურნალის და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება, ქცევის კოდექსის გაცნობა, სახელნძღვანელოების დარიგება, მოსწავლეთა მორიგეობის დადგენა, დღის რეჟიმის გაცნობა და საორგანიზაციო კუთხის გაკეთება.
მოვაწესრიგებ პირად საქმეებს, მშობლებს გავაცნობ ქცევის კოდექსს და შინაგანაწესს, ვადგენ მორიგეობის სიას, ვაკრავ გაკვეთილების ცხრილს.
სექტემბერი
2.
სასკოლო ჟურნალის წარმოება
ვამოწმებ დასწრებას, ვარკვევ გაცდენის მიზეზებს.
მთელი წლის განმავლობაში
3.
მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება. აკადემიური მოსწრებისა და მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი
ვაგროვებ ინფორმაციას
სისტემატიურად
4.
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას, აკადემიურ მიღწევებს. დავგეგმავ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ხელს შევუწყობ მშობლის სასწავლო პროცესში ჩართვას. მშობელი სისტემატურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. გავაცნობ, თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნის მიღებას და რა შედეგს უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს.
სემესტრში 2-ჯერ ან საჭიროების შემთხვევაში.


                                             მშობელთა კრებების თემატიკა

 1.ახალი სასწავლო წლის ამოცანები-სექტემბერი;
2.I სემესტრის შედეგები;
  3.მოსწავლეთა მიმდინარე აკადემიური მოსწრება;
4.წლიური შედეგები.

                                       სავარაუდო თემატიკა კლასის საათისათვის:


          თემები
შეხვედრებისრაოდენობა
1.
კლასის საათი ორგანიზაციულ  საკითხებზე

სექტემბერი
2.
როგორ ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ?

სექტემბერი
3.
თვითგანვითარება

ოქტომბერი
4.
ჩემი მიზანი

ოქტომბერი
5.


6.


7.


8.


9.


10.


11.


12.


13.


14.


15.


16.


17.


18.



19.


20.



21.


22.

23.

24.

25.

26.


27.


28.

29.

30.

31.


ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია


 სწრაფვა წარმატებისაკენ


 სოციუმი ჩემს გარშემო


ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან


 ადამიანთა უფლებები


 რა არის გენდერული როლები


იდენტობა-ვინ ვარ მე?


 სიყვარული


 ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები


პირველი სემესტრის შედეგების გაცნობა


მინდა ვიყო წარმატებული


არა ძალადობას


ლიდერობა


კლასის საათი: წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ


არა ნარკოტიკებს!
ცნება „თანაკლასელი“

ურთიერთობისას სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები

 კონფლიქტების აცილების და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა

როდის ირღვევა ჩვენი უფლებები

 სპორტის მნიშვნელობა

 დროის ორგანიზება

 მავნე ჩვევების საფრთხე

უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება

თვითრწმენა, საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება

ხელოვნების და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა
 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობა

სასწავლო წლის შეჯამება

სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია

ოქტომბერი


ემბერი


ემბერი


ემბერი


ემბერი

დეკემბერი


დეკემბერი


დეკემბერი


იანვარი



იანვარი

იანვარი


იანვარი


თებერვალი


თებერვალი




თებერვალი


მარტი



მარტი


მარტი

მარტი

აპრილი

აპრილი

აპრილი


აპრილი


მაისი

მაისი

მაისი
ივნისი

ივნისი

                    დამრიგებლის სამუშაო გეგმა


ღონისძიებები/შეხვედრები
მიზანი
მოსალოდნელი შედეგი
შესრულების დრო
1.
შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან
კლასის მდგომარეობის გაცნობა
ახალი მეთოდების დანერგვა
სექტემბერი
2.
გარემოს დასუფთავება
გაითავისონ მოსწავლეებმა დასუფთავების აუცილებლობა
სუფთა გარემოში სწავლა
სექტემბერი
3.
სვეტიცხოვლობა
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
ინფორმაციის მიღება
ოქტომბერი
4.
თბილისობის დღესასწაულში მონაწილეობის მიღება
თბილისობის ტრადიციების უკეთ გაცნობა
ინფორმაციის მიღება
ოქტომბერი
5.
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული
ცნობიერების ამაღლება
საკლასო ღონისძიება და კედლის გაზეთის შექმნა
ნოემბერი
6.
გამოფენის მოწყობა-შობა ახალი წელი
ინტელექტუალურ-ესთეტიკური განვითარება.
ჯგუფებში მუშაობა და პრეზენტაციები
დეკემბერი
7.
წმინდა ნინოს ბრწყინვალე დღესასწაული
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
ინფორმაციის მიღება
იანვარი
8.
შეამოწმე შენი ცოდნა-ინტელექტუალური თამაში
ცოდნის შემოწმება ყველა საგანში
კლასის აკადემიური მდგომარეობის გამოვლენა
თებერვალი
9.
ღონისძიება -დედის დღესთან დაკავშირებით
ინტელექტუალური განვითარება
დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში
მარტი
10.
9 აპრილის მოგონებები
პატრიოტული განვითარება
ბედკრული საქართველოს ყოფა საუკუნეების განმავლობაში
აპრილი
11.
ინტელექტუალური ვიქტორინა მე-8 კლასებში
ცოდნის შემოწმება
კლასის აკადემიური მდგომარეობის გამოვლენა
აპრილი
12.
26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პატრიოტული განვითარება
თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობა
მაისი
13.
ექსკურსია
ისტორიული ადგილების მონახულება
გააცნობიერონ, რომ საქართველო უდიდესი წარსულის ქვეყანაა
ივნისი



No comments:

Post a Comment