ედუარ მანე (
ფრანგ. Édouard Manet); (დ.
23 იანვარი,
1832,
პარიზი — გ.
30 აპრილი,
1883, იქვე) —
ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები „წახემსება მინდორზე“ და „ოლიმპია“ დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო; მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი
რეალიზმსა და
იმპრესიონიზმს შორის.
ედუარდ მანე დაიბადა ცნობილი ჩინოვნიკის ოჯახში. ის ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, თუმცა მამამისი ოცნებობდა მის იურიდიულ კარიერაზე. 1848 წელს მან გაიარა სამხედრო სამსახური ფლოტში, ერთი წლის შემდეგ იგი ჩაიჭრა გამოცდაზე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, და მხოლოდ მაშინ მიიღო მან მშობლებისგან თანხმობა სერიოზულად შეესწავლა
ფერწერა. ხელოვნების სკოლაში ის სწავლობდა 6 წელიწადს, თომას კუტურეს (
ფრანგ. Thomas Couture) სახელოსნოში. მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა მის ადრეულ შემოქმედებაზე. ამ პერიოდში მანე ეძებდა აღიარებას ოფიციალურ სალონში, მაგრამ ის უეცრად აღმოჩნდა პარიზელ ავანგარდისტების გმირად.
მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში“ (იგივე „წახემსება მინდორზე“) გამოფენილ იყო „განკიცხულთა სალონში“. ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მიღებული ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, 1863 წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიურილიის ბაღში“ (1862) აღშფოთებულმა ბურჟუაზიამ კინაღამ გაანადგურა ხელ-ჯოხებითა და ქოლგებით. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე დაგმეს მანეს მეორე ტილოც „ქუჩის მომღერალი ქალი“, რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.
მალე მხატვარი შეუდგა ახალ ტილოზე მუშაობას და მას „ოლიმპია“ უწოდა, სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ „კუნძულთა ასული“.
მანეს ცხოვრებაში ეს წელი (1863), გარდა აურზაურებისა, მისი ბედნიერებითაც აღინიშნა. 1863 წლის 28 ოქტომბერს მან ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზალტ-ბოლმელდში სუზანა ლენხოპი მოიყვანა ცოლად. სუზანა ლენხოპი ედუარდ მონესა და მის ძმა ეჟენს ასწავლიდა მუსიკას. სუზანასა და ედუარდს ეყოლათ ვაჟი ლეონ-ედუარდ კოელა.
ამავე წელს მანემ ოფიციალურ სალონში გამოფინა ტილო „გარდაცვლილი ქრისტე ანგელოზებით“ და „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“. სამწუხაროდ ედუარდ მანეს ეს ტილოებიც მწარედ გააკრიტიკეს, განრისხებულმა მხატვარმა თავის ხელებით გაანადგურა „ხარების ბრძოლის ეპიზოდი“, შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტი „მკვდარი ტორერო“. 1865 წელს მისი ცოლი, სუზანასა და მხატვარ ბოდლერის დაჟინებული თხოვნით მანემ სალონში გამოფინა თავისი „ოლიმპია“. სალონის მესვეურებმა „ოლომპია“ რაც შეიძლება მაღლა დაკიდეს, რათა მას გასანადგურებლად ვერ მისწვდომოდნენ. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარმა სალონურ მაყურებელს წარუდგინა დაბალი წრიდან გამოსული ქალიშვილი, თანაც ჯორჯონეს „მძინარე ვენერადან“ და ტიციანის (
იტალ. Tiziano Vecellio).
1866 წლიდან ედუარდ მანე რეგულარულად ეწვევა გებუას კაფეს ე. წ. „ბატილიონების კაფეს“, სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს „მანეს ბანდას“ უწოდებდა. ხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი „ბატილიონის სკოლა“ (იგივე „სახელოსნო ბატილიონში“). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი პეიზაჟი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში, (მაგ.:"ქალი სენის სანაპიროზე", „არჟანტე“, „ნავში“, „ბაღში“)მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე ამჯობინებდა მუშაობას. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ქმნის ყვავილების მრავალფეროვან სერიას.
სალონის ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში. 1876 წელს მან სალონში გამოფინა კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი და დაიმსახურა სალონის მეორე ხარისხის მედალი. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფინებული მანეს მეორე სურათს „ლომებზე მონადირის პორტრეტს“ მიანიჭა ეს ჯილდო.
აღსანიშნავია ედუარდ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟესი“(1881-82). ეს სურათი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო 1882 წელს, როცა ის დააჯილდოვეს დამსახურებული ლეგიონის ორდერით (საფრანგეთის მთავარი ჯილდო).
ედუარდ მანეს აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა, ხოლო „ოლიმპია“, მანეს ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლურმა.
No comments:
Post a Comment