კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ისტორია
ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.
ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.
კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” .
კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.
-ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912) -მონოქრონული ფერების გამოყენებით ობიექტები დაშალეს და ანალიზი ჩაუტარეს ფორმებს.
-სინთეტიკური კუბიზმი (1012-1919)-სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებითეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი მცდელობა





გამოყენებული ლიტერატურა: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98
No comments:
Post a Comment