მითოლოგიური ღმერთები

ქართული მითოლოგია
  1. არმაზი -  ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაება."ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი.... არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზსმიეწერება (ძვ. წ. III ს.). არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს.-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
  2. ამბრი -  ართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება “ცოცხლად დამარხვის” მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.ამ ეპიზოდიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს განასახიერებდა.
  3. ბარბალექართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებსს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები: საერთო ქართული - ბარბალე/ბარბარე, სვანური - ბარბალი/ბარბარი და მთიულური ბარბალა/ბარბარა) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.ბარბალეს ეს თვისებები ჰგავს შავი ზღვის პირეთში გავრცელებული ”დედა ღვთაების” კულტს.
  4. ბოჩიქართველთა ძველი წარმართული ღვთაება. პირველად წერილობით ძეგლებში ექვთიმე მთაწმინდელთან გვხვდება. ი. ჯავახიშვილის აზრით, სახელი ბოჩი ოჩს და ვოჩს (მამალ თხას - ვაცს) უკავშირდება და ნადირთ მფარველი ან მისი მსგავსი ღვთაების სახელია. ვ. ბარდაველიძეს ოჩი||, ბოჩი მესაქონლეობის მფარველ ღვთაებად მიაჩნდა. ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ბოჩი მოსავლიანობის მფარველი ღვთაებაც უნდა ყოფილიყო.
  5. ოჩოპინტრე - ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას - ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
  6. ოჩოკოჩიქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. გადმოცემით, ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩს სხეული ჟანგისფერი თმით აქვს დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც იგი მის მოწინააღმდეგეს შუაზე ჭრის. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს გამოხატავდა.მისი ყველას ეშინოდა.ზოგს მოჩვენება ეგონა.
  7. გაცი და გაიმი - ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.
  8. ზადენიქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი(სოფელი) სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთი).

ბერძნული მითოლოგია


  1. ურანოსი - ცის მეუფე, ღმერთების მამამთავარი
  2. კრონოსი - პირველი თაობის დიდი ღმერთი (ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას, ჰესტიას მამა).
  3. ზევსი - რანგი Iღმერთების მამა, ელვისჭექა-ქუხილისა და ჰაერის განმგებელი
    კრონოსისა და რეას უფროსი ვაჟი პოსეიდონისჰადესისჰერასდემეტრას უმცროსი ძმა
    ათენასაპოლონისარტემიდესარესისაფროდიტესჰერმესისდიონისესჰერაკლეს და ა.შ. მამა. ციური სხეული: პლანეტა იუპიტერი.
  4. პოსეიდონი - რანგი II,ზღვის (აქ; ატლანტის ოკეანე, მისი სამფლობელო ადგილი ატლანტის ოკეანედა ხმელთაშუა ზღვის), აგრეთვე მიწისძვრისა და ცხენების ღმერთი ზევსის უფროსი ძმა კრონოსისა და რეას ვაჟი მოკვდავ კლეითოსთან ერთად გააჩინა ხუთი ტყუპის ცალი ვაჟი; შეუუღლდა ამფიტრიტეს ტრიტონის მამა სამყაროს განაწილებისას ზევსს ერგო ცა, ჰადესს მიწისქვეშეთი ხვდა წილად, ხოლო პოსეიდონს – დედამიწა და ოკეანე.
  5. ჰერა - რანგი IIIოჯახის ქალღმერთი, ქორწინებისდედობისა და დაბადების განმგებელი მშობიარეთა დამხმარე ზევსის უაღრესად ეჭვიანი მეუღლე არესის, ჰეფესტოს, ჰებეს და ა. შ. დედა ზევსის და.
  6. დემეტრა - რანგი IV,მიწის ქალღმერთი, ზევსის და, ქალღმერთი დედა, ნაყოფიერების ღმერთი სამსახოვანი ქალღმერთი სხვადასხვა მანიფესტაციებში, ანუ გამოვლინებებში: ქალწული, დედა, ან მოხუცი ქალი ზევსის გაუთხოვარი და საყვარელი ხელოვნებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ქალიშვილ პერსეფონესთანდა მის მეუღლესთან ჰადესთან პლუტონის დედა.
  7. აპოლონი - რანგი Vპოეზიის, სინათლის, შავი ჭირისა და წინასწარმეტყველების ღმერთი
    მუზების წინამძღოლი (თანასახელი: Musagetes) გათანაბრებულია ფებოსთან (მზის ღმერთი) ზევსისა და ტიტანინის ვაჟი ლეტო უცოლო, ასკლეპიოსის მამა არტემიდეს ტყუპის ცალი ძმა ციური სხეული: მზე.
  8. არტემიდე - რანგი VIნადირობისა და მთვარის ქალწული ღმერთქალი (სელენესთან ერთად)
    ზევსისა და ლეტოს ქალიშვილი აპოლონის ტყუპის ცალი და (აპოლონი = მზის ღმერთი ჰელიოსიარტემიდე = მთვარის ღმერთქალი სელენეარ გათხოვილა, არცერთ მამაკაცს მისცემია, არამედ იყო თავისუფალი და უშვილო ციური სხეული: მთვარე.
  9. ათენა - რანგი VIIსიბრძნის ქალღმერთი, გმირების, ქალაქების, მიწათმოქმედების, ხელოვნებათადა მეცნიერებების, ქალური ხელსაქმის, (სტრატეგიული) ბრძოლისა და მშვიდობის დამცველი, ქალაქ ათენის ქალღმერთი (პალასიზევსისა და მეტისის საყვარელი ქალიშვილი გაუთხოვარი ქალი; გააუპატიურა ჰეფესტომ და შეეძინა ერექთონიოსი, ერექთევსის მამა; ჰეფესტოსთან ერთად განაგებდა ათენს.
  10. არესი  - რანგი VIII,დამანგრეველი ომის ღმერთიზევსისა და ჰერას კანონიერი ვაჟი
    დემოსისა და ფობოსის მამა მამაცოლქმრული ერთგულების დამრღვევი სასიყვარულო კავშირი აფროდიტესთან ციური სხეული: პლანეტა მარსი.
  11. აფროდიტე - რანგი IXსიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი ორ სხვადასხვა ფიგურას ჰქვია ეს სახელი: 1ურანუსის უფროსი ქალიშვილი, რომელიც ზეციურად იწოდება (აფროდიტე ურანია)
    გაჩნდა ზღვის ქაფში 2. ზევსის უმცროსი ქალიშვილი და ჩვეულებრივად იწოდება
    დიონეს ნაშვილები ქალიშვილი ჰეფესტოს ცოლი ციური სხეული: პლანეტა ვენერა,
    სხვა სახელები: 1. (უფროსი): ანადიომენე (ზღვიდან ამოსული), ურანია (ზეციური, ანუ ურანოსის შთამომავალი) 2. (უმცროსი): მელაინა (შავი), ანდროფონოსი (კაცთა შემმუსრველი), ეპიტიმბიდია (სამარხებზე მდგარი).
  12. ჰერმესი - რანგი Xქურდების, ვაჭრობისა და მოგზაურთა ღმერთი. ღმერთების შიკრიკი, მაცნე ზევსისა და ნიმფეს ვაჟი მაია პანისდაფნესჰერმაფროდიტოსაბდეროს და ავტოლიკოს მამა ციური სხეული: პლანეტა მერკური
  13.  ჰეფესტო - რანგი XIვულკანის, ცეცხლის, სამჭედლო ხელოვნებისა და არქიტექტურის ღმერთი (ღმერთებს სასახლეებს უგებდა, ხოლო ადამიანებს უბოძა სახლის მშენებლობის ხელოვნება.); ციკლოპებთან ერთად ზევსისთვის ელვასა და მეხს სჭედდა ჰერას ვაჟი (ჩაისახა მარტოდ პართენოგენეზში) ზევსმა, იმის გამო, რომ სურდა საკუთარ დედას მის წინააღმდეგ დახმარებოდა ოლიმპოდან მოისროლა და მას შემდეგ ხუკად, კუნტად იქცა. შერიგების ნიშნად ზევსმა ის ჩვეულებრივ აფროდიტესთან შეაუღლა, ხოლო აფროდიტემ მას არესთან უღალატა.
  14. დიონისე -  რანგი XIIღვინის, მეურნეობისა და თრობის (ექსტაზის) ღმერთი
    ღმერთებს შორის ყველაზე უმცროსი დემეტრას, იოს, დიონეს, პესეფონეს, ლეთეს ან სემელეს, და ზევსის ვაჟი.
  15. ჰესტია - რანგი XIIIოჯახური თანხმობის, ოჯახური კერის ცეცხლის მფარველი ქალღმერთი
    გაუთხოვარი ქალწული ზევსის უფროსი და.
  16. ჰადესი - რანგი XIVზევსის ძმა ქვესკნელის მპყრობელი მისი თანმხლებნი არიან თანატოსი „სიკვდილი“ და ჰიპნოსი „ძილი“.
  17. პერსეფონე - რანგი XVზევსისა და დემეტრეს ქალიშვილი ქვესკნელის მეფე ოთხი თვე ჰადესთან ყოფნა, უნაყოფო დრო თანასახელი კორე (Κόρη = „ქალიშვილი“)
  18. ჰერაკლე - რანგი XVIნახევარღმერთი ცნობილი გახდა თავისი 12 საქმით
    ზევსისა და ალკმენეს ვაჟი.
  19. ჰებე - რანგი XVIIახალგაზრდობის ქალღმერთი გახდა ჰერაკლეს ცოლი, როცა ის ოლიმპოზე ავიდა არესისა და ათენას და.
ეგვიპტის მითოლოგია 

  1. პტა (პტახი, ფთა) -  ცეცხლი ღმერთი, ღმერთების მამა.
  2. ამონი (ამონ-რა) -  მზისა და ნაყოფიერების ღმერთი.
  3. გებიდედამიწის ღმერთი.
  4. შუ - მზის გასხივოსნებული სივრცის ღმერთი.
  5. რა - მზის უზენაესი ღმერთი.
  6. ოსირისი - მზის, ნილოსის, ქვესკნელისა და მიცვალებულთა უზენაესი ღმერთი.
  7. ხონსუ - მთვარის ღმერთი.
  8. სოპი (სეპი) - მკვდრების მფარველი ღმერთი.
სკანდინავიური მითოლოგია 

  1. ოდინი -  ძველ გერმანელთა მითიური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული (ვალჰალის მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის ღმერთი, ვაჭართა მფარველი და ღმერთების მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების მთელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. 
  2. ვილი 
  3. ვე
  4. თორი
  5. ლოკი -  ლოკი (Loke, Loki, Lopt) — ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაშიგიგანტებისფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშობისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.
  6. ბალდრი -   ბალდერი (ძველი ნორდული Balder— სინათლისა და გაზაფხულის ღმერთი სკანდინავიურმითოლოგიაშიოდინისა და ფრიგის ძე. მითური გადმოცემით, მისი სიკვდილი ღმერთების (აზების) და მთელი სამყაროს დაღუპვას მოასწავებდა, ამიტომ დედა — ფრიგი ყველაფრისაგან იცავდა, მხოლოდ ფითრი გამორჩა მხედველობიდან. ამით ისარგებლა აზების მტერმა ლოკიმ, ფითრის რტოსგან ხელშუბი გააკეთა, წყვდიადის ბრმა ღმერთს ჰედრს გადასცა და ასპარეზობის დროს ისე მიმართა მისი ხელი, რომ ჰედრმა ბალდრი განგმირა. მითური გადმოცემით, ბალდრი მკვდრეთით აღდგება ხოლმე განახლებულ სამყაროსთან ერთად.
  7. ჰაიმდალი
  8. ული
  9. იდუნი
  10. სიფი
  11. ლეფნი
  12. ვარი
ინკების მითოლოგია

  1. აპო ან აპუ - მთების ღმერთი. ყველა მნიშვნელოვან მთებს ჰყავდა თავისი აპუ.
  2. აპოკატეკილი - ელვის ღმერთი.
  3. კატეკილი – ჭექა-ქუხილის ღმერთი
  4. ჩასკა – განთიადისა და მწუხრის ქალღმერთი. ის ითვლებოდა ქალწული გოგონების მფარველად.
  5. ჩასკა კოილური – ყვავილების, მოზარდი ქალწულებისა ქალღმერთი.
  6. მამა კუკა – ჯანმრთელობისა და ბედნიერების ქალღმერთი.
  7. კოპაკატი – ტბების ქალღმერთი
  8. ეკეკო – ოჯახის კერიისა და სიმდიდრის ღმერთი
  9. ლაპა – ამინდის ძალზედ პოპულარული ღმერთი. მისი დღესასწაული იყო 25 ივლისი.
  10. ინტი – მზის ღმერთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაება ინკების იმპერიაში. იგი ითვლებოდა სინათლის წყაროდ და ხალხის დამცველად.
  11. კონი – წვიმისა და სამხრეთის ქარის ღმერთი. მზის ღმერთ ინტის ძე.
  12. მამა ალპა – ნაყოფიერების ქალღმერთი.
  13. მამა კოჩა – ზღვისა და თევზაობის ქალღმერთი. იცავდა მეთევზეებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მან ვირაკოჩასგან იშვილა ინტი.
  14. მამა პაჩა – მიწისძვრის ქალღმერთი.
  15. მამა კუილა – მთვარის ქალღმერთი. ვირაკოჩას ასული და ინტის ცოლი. მანკო კაპაკის დედა.
  16. მამა ზარა – მარცვლეულის ქალღმერთი.
  17. პირიაკაკა – ინკებამდელი ცივილიზაციების წყლის ღმერთი, რომელიც შემდეგ ინკებმაც გააღმერთეს.
  18. პირიკაკა – ღმერთი, რომელიც წყალდიდობას უგზავნიდა ადამიანებს, თუკი მას სათანადო პატივს არ მიაგებდნენ.
  19. სუპაი – სიკვდილის ღმერთი.
  20. ურკაგუარი – ლითონების, ძვირფასეულობისა და სხვა მიწისქვეშა წიაღისეულის ღმერთი.
  21. ურკუჩილაი – ცხოველთა მფარველი ღმერთი.
  22. ვირაკოჩა – ყველაფრის ღმერთი. თავდაპირველად ის იყო ინკების მთავარი ღვთაება, მაგრამ საპა ინკა პაჩაკუტიმ, ვირაკოჩას კულტი შეცვალა მზის ღმერთ ინტის კულტით.
ჩინური მოთოლოგია
  1.  ლუ ტონგბინი - ეს უკვდავი გამოსახულია, როგორც სწავლული, რომელსაც ხელთ ხმალი და მათრახი უპყრია. ლუ შესაძლოა ერთ-ერთი ყვლეზე პოულარულიი უკვდავთაგანი, მრავალი მითის სუბიექტია, როგორიცაა მაგალითად, მის მიერ ყვითელი დრაკონის მოკვლა, მის მიერ კურტიზანის გარდაქმნა - თეთრ ყაყაჩოდ, ყვითელი ფეტვის ხილვა - ზმანება, რომელიც წინასწარ განჭვრეტს წარმატებულ კარიერას და რომელიც მისი მკვლელობით სრულდება.
  2.  ჟონგ ლიქუანი- დღეგრძელობის უკვდავი, რომელმაც უძველეს დროს, როგრც ამბობენ აღმოაჩიანა სიცოცხლის ელექსირი. მას ყოველთვის უჭირავს მარაო მიცვალებულების გასაცოცხლებლად და ზოგჯერ უკვდავების ხიდან ატამი მოაქვს.
  3. ცაო გუოჯიუი - ეს ფიგურა ყოველთვის გამოსახულია მოსამართლის სამოსში. ამბობენ, რომ ის ქალი იმპერატორის ძმა იყო, როგორც მსახიობების მფარველი, ის წყვილ კასტანეტს ატარებს. აქვს ბოროტი მკვლელის რეპუტაცია.
  4. ლი ტიეგუაი - ლი ყოველთვის გამოსახულია როგორც მათხოვარი, ყავარჯნითა და სამათხოვრო თასით. ის იყო პირველი უკვდავი, რომელიც სიღარიბისგან თვით დასავლეთის დედა-დედოფამა იხსნა. ის ასევე ცნობილია როგორც „რკინის ყავარჯენი“.
  5. ჟანგ გუოლაო -  ჩვეულებრივ, ეს უკვდავი თეთრ ჯორზე ზურგშექცეული იჯდა და ბამბუკისგან ფამზადებულ, ცილინდრულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ატარებდა. ის მოხუცად დაიბადა, მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი ოჯახისგან იდევნებოდა და მრავალი თავგადასავლის შემდეგ ნეფრიტის იმპერატორის მიერ უკვდავებით დაჯილდოვდა. ის თავის ჯორს ქაღალდივითკეცავდა და ჯიბეში იდებდა, მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც მოოწყალების საქმეების ჩასადენად გაფრენა სჭირდებოდა.
  6. ჰან ქსიანძი -  მუსიკოსების ამ მფარველს აყვავებული ატმები და ნეფრიტის ფლეიტა უჭირავს. მან უკვდავება საჩუქრად მას შემდეგ მიიღო, რაც მისი საყვარელი ატმის ხიდან ჩამოვარდა.
  7. ლან ცაიჰე - გაურკვეველი სქესის სათხოვარსა და ქუჩის მომღერალ ლანს ყვავილების კალათა უჭირავს. ისტორიები მისი საინტერესო ფიგურის შესახებ წარმოადგენს მას (ქალს ან კაცს) სიმღერისას, რომელიც ცხოვრებისეულ სიამოვნებებს ესხმის თავს.
  8. ჰე ქსიანგუ - მდედრობითი სქესის უკვდავი, რომელიც ხშირად გამოსახულია ლოტოსით ან სამზარეულოს ჩამჩით ხელში. მრავალი წლის შემდეგ ის გათავისუფლდა ბოროტი დედინაცვლის სამზარეულოში მსახურობისგან. მან უძველესი უკვდავების ხიდ ატმის ჭამით მოიპოვა უკვდავება.
რომაელი მითოლოგია

  1. ავრორა — ცისკრის ქალღმერთი.
  2. ბონა დეა — კეთილი ქალღმერთი.
  3. ბელონა — მარსის დედა ან და.
  4. ვენერა — ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.
  5. ვესტა — წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.
  6. ვიქტორია — გამარჯვების ქალღმერთი.
  7. ვულკანუსი — დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.
  8. გენიუსი — თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.
  9. დიანა — მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს მთვარეს.
  10. კვირინუსი — რომულუსი.
  11. კუპიდონი (ამური) — სიყვარულის ღმერთი.
  12. ლარები — კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.
  13. მარსი — ომის და ველური ბუნების ღმერთი.
  14. დედა მატუტა
  15. მერკური — ვაჭრობის ღმერთი.
  16. მინერვა — ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.
  17. ნეპტუნუსი — წყლის, ზღვის ღმერთი.
  18. ორკუსი — სიკვდილის ღმერთი.
  19. პარკები — ბედის ქალღმერთები.
  20. პროზერპინა — ქვესკნელის ქალღმერთი.
  21. რომა — რომის სიმბოლო ქალღმერთი.
  22. სილვანუსი — ტყეების და ბუნების ღმერთი.
  23. ტელუსი — მიწის ქალღმერთი.
  24. ფავნუსი — მინდვრების ღვთაება.
  25. ფლორა — ყვავილობის ქალღმერთი.
  26. იუნონა — ქორწინების და დედობის ქალღმერთი.
  27. იუპიტერი — ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.
  28. სატურნი — მიწათმოქმედების ღმერთი.
  29. იანუსი — ყოველი საწყისის და კარების ღმერთი.
გამოყენებული ლიტერატურა :  https://ka.wikipedia.org/

No comments:

Post a Comment