საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლებში 2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს (მიუხედავად პარასკევი დღისა) დაიწყება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი.
იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.“
No comments:
Post a Comment